სამყაროში უამრავი უცნაური ფაქტი ხდება.ზოგს ახსნას უძებნიან, ზოგიც
კი ამოუხსნელი რჩება.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა ნივთმა – სარკემ, რომელიც ყველა ოჯახშია,
შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ადამიანზე. პარაფსიქოლოგებმა ამრეკლავი
ზედაპირების თვისებათა შესწავლის და არაერთი ცდის შედეგად დაადგინეს,
რომ ადამიანის ანარეკლს შეუძლია მასზე როგორც დადებითი, ასევე
უარყოფითი გავლენა მოახდინოს. მათივე თქმით, არ შეიძლება სარკეში
პირდაუბანელი ჩახედვა. ამბობენ, რომ ამას ადამიანის სილამაზის
უარესობისკენ შეცვლა შეუძლია.
სპეციალისტების აზრით, არ არის სასურველი სახლში ბევრი სარკე გქონდეთ,
რადგან შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს ადამიანის ცუდი გუნება-განწყობის
მიზეზი. დაახლოებით, ათი წუთით სარკესთან დგომა და მასში ცქერა, ანუ
სარკეში არეკლილი ადამიანის გამოსახულება ძალიან მძლავრ გავლენას
ახდენს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე. აქედან გამომდინარე კი,
კონტროლს დაუქვემდებარებელი სარკის ეფექტი სასურველი არ არის –
უკუშედეგს იძლევა.
დღეს, ბევრი აკეთებს სააბაზანოში ჭერზე სარკეს. როგორც ამბობენ, ესეც
არ ვარგა. არც, საძინებელშია სასურველი ერთ სარკეზე მეტის დაკიდება
კედელზე. თუმცა, კვლევით ისიც დადგინდა, რომ თუ უგუნებოდ ხართ ან რამე
გტკივათ, ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და იფიქრეთ, რომ ყველაფერი
კარგად იქნება. სარკე ამას აღიქვამს და პოზიტიურ სხივებს
გამოაფრქვევს, რაც თქვენზე დადებითად აისახება. სანამ გარეთ გახვალ,
სარკესთან დადექით და თქვით – "დღეს ყველაფერი კარგად იქნება, მე
ყველაზე ბედნიერი და წარმატებული ადამიანი ვარ". პარაფსიქოლოგების
აზრით, პარალელური სამყაროს უხილავი არსებები, სწორედ სარკეების
მეშვეობით ახერხებენ ჩვენთან კონტაქტს.
იხილეთ ამავე თემაზე:
რა ზიანის
მოტანა შეუძლია გაბზარულ ნივთს
რა არ უნდა
ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს
როგორ მოვიზიდოთ
სახლში სიმდიდრე
12 ნივთი, რომლის სახლში დატოვებაც უბედურებას
იწვევს
მასალის გამოყენების პირობები