ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ადამიანის
საქმიანობა, არამედ, იდუმალი ძალებისა და ვარსკვლავების განწყობა.
მიხეილ ცაგარელის რჩევით, ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში
შემოსულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს და, ასევე, იწოვს უარყოფით
ენერგიებს. ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, სახლში ჰქონდეს ვერცხლის
პატარა ფიგურები – ამით დაეხმარებით საცხოვრებელ ბინაში დადებითი
ენერგიის შედინებას. დადებითი ენერგიის მოსაზიდად აუცილებელია
ძველმანი, გამოუსადეგარი ნივთების თავიდან მოშორება, რადგან,
თავისუფალ სივრცეში მეტი დადებითი ენერგიის ცირკულაცია ხდება;
საერთოდ, სახლის მოწყობისას, რატომღაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას
სააბაზანოს აქცევენ. გაითვალისწინეთ, რომ სააბაზანო ოთახში ისე უნდა
დაამონტაჟოთ უნიტაზი, რომ ის შესვლისთანავე არ დაინახოთ. კარგია
ოვალური ან მრგვალი საშხაპეებისა და აბაზანების დაყენება. ასეთი
ფორმის საშხაპე ხელს უწყობს სახლში სიმდიდრისა და წარმატების
ენერგიების შემოდინებას. სააბაზანოს ინტერიერი, უმჯობესია, თეთრი
ფერის ან პასტელის ტონებში გადაწყვიტოთ. მოერიდეთ კაშკაშა ფერებს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ხელსაბანი, უნიტაზი და ჯაკუზი ერთი ფერისა
და დიზაინის იყოს.
გამოსაჩენ ადგილას დაწყობილი პარფიუმერია და კოსმეტიკა ხელს უშლის ამ
ოთახში ენერგიის სწორ გადანაწილებას. შეეცადეთ, აქ მხოლოდ საჭირო და
აუცილებელი ნივთები დააწყოთ. კარის შიდა მხარეს კი დაკიდეთ სარკე,
რომელშიც ენერგიის არეკვლა მოხდება.
თუ გსურთ, სახლში სიმდიდრის ენერგიები მოიზიდოთ, მისაღები ოთახი
ოქროსფერ ტონებში მოაწყვეთ. შემოქმედმა ადამიანებმა, სასურველია,
იისფერში გადაწყვიტონ სამუშაო ოთახი – ის საქმეში წარმატებისკენ
მიმავალ გზაზე მოგიმართავთ ხელს. თუ რემონტის გაკეთებას ვერ ახერხებთ,
შეიძინეთ იმ ფერის აქსესუარები, კონკრეტულად თქვენ რომ გჭირდებათ და
დააწყვეთ ოთახებში – ამ ნივთებსაც შეუძლია იგივე გავლენა მოახდინოს
სახლის ენერგიებზე, რაც რემონტის დროს შერჩეულ კედლის ან იატაკის
ფერს.
წყარო: mediamall.ge
მასალის გამოყენების პირობები