გუშინ შეტყობინება მიუვიდა, რომ სოციალური დახმარება მოეხსნა - გოჩა სიბაშვილი
გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კენჭისყრის დროს უბნებზე
დაფიქსირებულ ზეწოლებზე საუბრობენ.
როგორც ჩვენთან საუბარში შტაბის უფროსმა გოჩა სიბაშვილმა აღნიშნა,
რამდენიმე უბანზე მათი წარმომადგენელი ზეწოლის გამო არც
გამოცხადდა.
„მმართველი გუნდის მიერ ჩვენს გუნდის წევრებზე ზეწოლისა და მუქარის
რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ჩუმლაყში 43-ე უბანზე ჩვენს
წარმომადგენელს ქმარმა მიაკითხა და აიძულა რომ წაყოლოდა. მე-3, მე-2
და მე-8 უბნებზე ჩვენი წარმომადგენლები საერთოდ არ გამოცხადებულან
იმიტომ, რომ მათზე ზეწოლა იყო, მე-19 უბანზე არჩილ ბუწაშვილია ჩვენი
დამკვირვებელი, რომელსაც აგდებდნენ და ჩვენი ჩარევის შემდეგ
მდგომარეობა დარეგულირდა, 23-ე უბანზე კომისიის წევრი აიძულეს უბნიდან
წასულიყო. ამ დარღვევებზე არავისთვის არ მიგვიმართავს, იმიტომ, რომ ამ
პიროვნებებთან კონტაქტზე ვერ გავდივართ, გათიშული აქვთ ტელეფონი.
მე-4 უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ ჩვენს წარმომადგენელს მედეა
ცაბუტაშვილს, კამერით გადაღების უფლება აუკრძალა და ა.შ. ინგა
ქიტიაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დროებითი კომისიის წევრია,
გუშინ შეტყობინება მიუვიდა, რომ სოციალური დახმარება მოეხსნა.
უბნებზე ჩამოყვანილი ყავთ ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ხალხს.
დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს
გარეთ გახსნის და კეცავს, ელოდება, რომ იმ ადამიანმა დაინახოს რომელი
კანდიდატი შემოხაზა. ესენი გამოდიან და ჩვენს წარმომადეგენელს
ეუბნებიან, რომ შიშის ქვეშ არიან და ასეთი რამ ამიტომ
გააკეთეს,“-აღნიშნა მან.
როგორც გოჩა სიბაშვილმა აღნიშნა, მათმა წარმომადგენლებმა საჩივრები
დაწერეს, თუმცა, სულ რამდენი საჩივარი დაიწერა, ამ ეტაპზე მისთვის
უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები