საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ირომუღანლოს თემის სოფელ კაზლარის მოსახლეობა სასმელი წყლის ჭაბურღილსა და იქვე მდებარე მეჩეთზე აბონენტის გახსნას თვეზე მეტია ითხოვს. ამ პრობლემის შესახებ ისინი "სპექტრთან" ყველა სტუმრობისას საუბრობენ.
შესაბამისად, აღნიშნული საკითხი გაზეთმა რამდენჯერმე გააშუქა. გასულ კვირას ადგილობრივები ამ თემაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ.
-"რამდენიმე დღის წინ ჩვენი რწმუნებული ზაურ ალიევი იყო მოსული. დაგვპირდა "მანტიორი" მოვა და სოჩიკს დააყენებსო, მაგრამ არავინ მოსულა. ბურღი არ მუშაობს, წყალი არც ცისტერნაშია, მაგრამ რომც იყოს, დასალევად არ ვარგა, ამიტომ წყლის მოტანა სამი კილომეტრიდან გვიწევს," _ გვითხრა ნასიბ მამედოვმა.
-"ჩვენ ესეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გაგვიწევს დამხმარებას. გვითხრეს, თანხას გამგეობა ჩარიცხავსო." _ ამბობენ კაზლარელები.
იქვე მდებარე მეჩეთის ამინი
მუსლუმ ახმედოვი "სპექტრის" გასულ ნომერში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კითხვით მიმართავდა: -"მეჩეთში აუცილებელია, რომ დენი მქონდეს. როდესაც ლოცვას ვიწყებ, სოფელს მიკროფნით უნდა გავაგებინო. დაახლოებით ორი თვის წინ ენერგოდისტრიბუციიდან რომ მოვიდნენ, მითხრეს აბონენტი უნდა გაიხსნასო. როგორც ამიხსნეს, ამისთვის ოთხასი ლარი იყო საჭირო. ვინ უნდა გადაიხადოს ეს ოთხასი ლარი? ამას მოსახლეობას ვერ მოვთხოვ. ამის შესახებ რწმუნებულსაც ველაპარაკე. ჯერჯერობით გადაწყვეტით არ ვიცი რა იქნება. დენი სულ რაღაც ათი წუთით მჭირდება და ამისთვის ოთხასი ლარი უნდა გადავიხადო?"
"სპექტრი" აღნიშნულ საკითხზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გალგებელს გიოგრგი ლოლაძეს დაუკავშირდა. მან სოფელში გავრცელები ინფორმაცია, რომ აბონენტის თანხას რაიონის გამგეობა გადაიხდის არ დაგვიდასტურა.
-"ეს ინფორმაცია ეხლა თქვენგან გავიგე. ამ თანხის გადახდას ჩვენ არ ვაპირებთ. იორმუღანლოს თემში რამდენიმე სოფელია, მაშინ ყველა სოფელზე გამგეობამ უნდა გადაიხადოთ სააბონენტო?" _ გვითხრა გიორგი ლოლაძემ.
გამგებლის თქმით, აღნიშნული თანხის შესაგროვებლად თითოეულ ოჯახს ერთი ლარის გაღება მოუწევს და ეს ის თანხა არ არის, რომლის გადახდასაც ადგილობრივები ვერ შეძლებენ.
ლანა გულოშვილი
მსგავს თემაზე:
“ჩვენ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით”
კაზლარში სასმელი წყლის ჭაბურღილი გამორთულია
კაზლარის ამინი პასუხის მოლოდინში
მასალის გამოყენების პირობები