ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თითზე გაკეთებული ბეჭედი ააქტიურებს
შინაგან ენერგეტიკას და საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ადამიანის
ბიოველში.
ბეჭდის გავლენა შესაძლოა იყოს ნეგატიურიც და პოზიტიურიც. გამომდინარე
იქედან, თუ კონკრეტულად რომელ ხელზე უკეთია ადამიანს. ეზოთერიკოსების
აზრით, მარჯვენა ხელი ე.წ. "მამაკაცური ენერგეტიკის" მატარებელი
ხელია. ამიტომ ქალისთვის ამ ხელზე ბეჭდის ტარება მის ხასიათში
მამაკაცური თვისებების გააქტიურებას იწვევს (სიმამაცე, შემტევობა,
აქტიურობა, ბრძოლის უნარი და ა.შ.).
მარცხენა ხელი ქალური ენერგეტიკის სიმბოლოა, ამიტომ იგი ადამიანს
სირბილეს, შემწყნარებლობასა და სიმშვიდის უნარს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი ის, თუ კონკრეტულად რომელ თითზე გვიკეთია ბეჭედი და რა
სახის მეტალისგანაა იგი დამზადებული.
მარჯვენა ხელის, ცერი თითი მამაკაცურ ენერგეტიკასთან, ლოგიკურ
უნარ-ჩვევებთან და გონიერებასთან ასოცირდება. ამიტომ კარიერისტი
ადამიანებისთვის სასურველია ამ თითზე ოქროს ან მოყვითალო-ოქროსფერი
ქვებით გაწყობილი ბეჭდის ტარება. ხოლო ვერცხლის სამკაული ამ თითზე
იძლევა ძლიერ ინტუიციას და ხელს უწყობს ადამიანში ექსტრასენსორული
თვისებების გამომუშავებას.
თუკი მარცხენა ხელის ცერზე ატარებთ ოქროს ბეჭედს, ეს კარგია ლექტორის
ან ფსიქოლოგის პროფესიის ასათვისებლად.
საჩვენებელ თითზე ბეჭდის ტარება ადამიანს აძლევს უნარს, საკუთარ თავში
სულიერების დონე განავითაროს. ამიტომ ამ თითზე მხოლოდ ვერცხლის
სამკაულის ტარებაა მიზანშეწონილი. შუათითი ბედისწერაზე აგებს პასუხს.
იგი ე.წ. "კარმული დატვირთვის მქონე" თითად ითვლება. ამიტომ შუა თითზე
აჯობებს ატაროთ საგვარეულო ბეჭდები, რომელიც გენეტიკურად დაგროვილი
ინფორმაციის გადამუშავებაში დაგეხმარებათ.
უსახელო თითი ოჯახურ ჰარმონიაზე აგებს პასუხს. იგი ასევე უწყობს ხელს
პიროვნების რეალიზაციას სოციუმში. ამ თითზე ოქროს ბეჭდის ტარებაა
მიზანშეწონილი, იგი მფლობელს პროფესიულ წარმატებასა და დიდ სიყვარულს
ჰპირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ბეჭედი საქორწინოა, მაგრამ ვერცხლისგან
დამზადებული, გამოიწვევს მეუღლეებს შორის ცივ, ოფიციალურ
დამოკიდებულებას. ამიტომ უსახელო თითზე ვერცხლის ბეჭდის ტარება
კატეგორიულად დაუშვებელია. ამასთან ერთად, განქორწინების შემთხვევაში
აუცილებელია ნიშნობის ბეჭდის, ყოფილი მეუღლისთვის დაბრუნება. ასე
საბოლოოდ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ უიღბლო ქორწინების ცუდი
ენერგეტიკისგან და სამომავლოდ თქვენ ცხოვრებაში ახალ ურთიერთობას
გაუღოთ კარი.
ნეკი თითი და მასზე ბეჭდის ტარება, ადამიანის ქარიზმატულობას უსვამს
ხაზს. ამიტომ სასურველია ამ თითზე ოქროს ბეჭედი ატაროთ მხოლოდ. ასე
ბეჭედი თაყვანისმცემლების სიმრავლესაც შეუწყობს ხელს. იმ შემთხვევაში
თუ მარჯვენა ხელის ნეკზე ვერცხლის ბეჭედს გაიკეთებთ, ცხოვრებაში
მშვიდი პერიოდი დაგიდგებათ და დრო გექნებათ საკუთარ თავთან მარტო
დასარჩენად. მთლად უკეთესი, თუ ბეჭედი მწვანეთვლიანია (ზურმუხტით ან
საფირონით გაწყობილი) ხელი სწავლის პროცესშიც არანაკლებად
მოგემართებათ.
წყარო: megatv.ge
მასალის გამოყენების პირობები