ორგანიზმში საკვებით, წყლისა და ჰაერის საშუალებით ათასობით უსარგებლო
ნაწილაკი და მომწამლავი ნივთიერება ხვდება.
სანამ ადამიანი ახალგაზრდა და აქტიურია, მისი იმუნური სისტემა
ღირსეულად იგერიებს მათ შემოტევას, მაგრამ ასაკთან ერთად თირკმელებს,
ფილტვებსა და ღვიძლს - უძნელდებათ დაკისრებული ფუნქციების
შესრულება.სწორედ ასეთ დროს არის საჭირო სისხლის გაწმენდა, რომელიც
როგორც სამედიცინო ასევე შინაური მეთოდითაც არის შესაძლებელი. სისხლში
ტოქსინების დაგროვება ხშირად იქცევა დეპრესიის, გონებრივი და ნერვული
მოშლილობების მიზეზად. ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სისხლის
გამწმენდები გახლავთ ეგრეთ წოდებული წითელი პროდუქტები - ჭარხალი,
ყურძენი, მაყვალი, წითელი მოცვი.
გარკვეული ხნის განმავლობაში სულ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენის სმა
საგრძნობლად წმენდს და აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას. გამოწურეთ
ჭარხალს წვენი და მიღებამდე 2-3 საათით მაცივარში დადგით.
თავდაპირველად შეგიძლიათ ცოტაოდენი სტაფილოს წვენი შეურიოთ, შემდგომ
კი ამ უკანასკნელის წილი თანდათან უნდა შეამციროთ. ჭარხლის წვენის
მიღება რეკომენდებულია ერთი თვის განმავლობაში დღეში 1 ჭიქის
ოდენობით.
საშუალება, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ სისხლის პროფილაქტიკური
გაწმენდისთვის, არის რძიანი ჩაი. ჭიქაში ჩაასხით 2 სადილის კოვზი
არაპასტერიზებული (!) რძე და შეავსეთ იგი ახალდაყენებული ჩაის მაგარი
ნაყენით. 15.00 საათამდე მისი დალევა შეიძლება უშაქროდ, მოგვიანებით
კი შეგიძლიათ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი დაუმატოთ.
სისხლისა და ლიმფის გასაწმენდად კარგია ნივრის მიღება ლიმონის წვენთან
ერთად. აიღეთ 400 გრამი ნიორი, დანაყეთ კარგად და შეურიეთ 800 გრამ
წვრილად დაჭრილ ლიმონს. დადგით სიგრილეში, დღეში ერთხელ კარგად
აურიეთ, შემდეგ 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ. უნდა
სვათ, ვიდრე არ გათავდება. კურსის განმეორება შეიძლება 2-3-ჯერ.
2 სადილის კოვზი ჭინჭარი ჩაყარეთ ქვაბში, რომელშიც დუღს 2 ლიტრი
წყალი. ადუღეთ 3-5 წუთი და გადმოდგით. ეს ნაყენი უნდა დალიოთ
ყოველდღე, 15.00-დან 19.00 საათამდე. მკურნალობა გრძელდება 2 კვირა,
შემდეგ ორი კვირა ისვენებთ და კურსს იმეორებთ.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები