ოდითგანვე არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის მიერ ნაცადი
დამოკიდებულება თემაზე, რომ გაფუჭებული, დაზიანებული ან მწყობრიდან
გამოსული ნივთების სახლში გაჩერება საშიშია.
ალბათ არც კი იცით, რომ თქვენთვის ესოდენ საყვარელ რელიკვიას თქვენს
ცხოვრებაში უბედურების მოტანა შეუძლია. გთავაზობთ ნივთების "შავ
სიას", რომლის სახლში გაჩერებასაც ეზოთერიკოსები კატეგორიულად
კრძალავენ.
1. დახეული, ძველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი - იგი თქვენთან
სიახლეების მოსვლას ბლოკავს.
2. დაბზარული ჭურჭელი - ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემებს და სიცივეს
იზიდავს.
3. გატეხილი სარკე - ერთ-ერთი საშიში საბუდარია ყოველგვარი სახის
"შავი ენერგეტიკის" დასაფუძნებლად.
4. საჩუქრები, რომელთა მჩუქებელის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება
გაგაჩნიათ. ამიტომ რაც არ უნდა ძვირად ღირებული იყოს ამგვარი ნივთი,
სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან - საუკეთესო ვარიანტია, გააჩუქოთ
ისინი.
5. ნახატები თქვენთვის უცნობი ადამიანების პორტრეტებით - თუკი ტილოზე
ასახული ადამიანის შესახებ არაფერი იცით, სასურველია, ამგვარი
ნამუშევარი სასწრაფოდ მოიცილოთ თავიდან.
6. ნახატები ცხოველების, ან ნადირობის ამსახველი სცენებით. აგრესიას
და კონფლიქტებს იზიდავს სახლში.
7. ნივთები ნეგატიური წარსულით - ყიდვის პროცესში თუ ცუდ განწყობაზე
იყავით, იძულებით გაყიდინეს იგი და ა.შ.
8. ნიღბები - ერთობ ნეგატიური ატრიბუტია, ის არღვევს ადამიანში სულიერ
წონასწორობას.
9. ანტიკვარული ნივთები გაურკვეველი წარსულით - ბებიის ან დიდი ბებიის
დანატოვარი, ნაყიდი ან ნაჩუქარი. სანამ არ იცით ნივთის წარსული
აჯობებს მოიშოროთ იგი თავიდან.
10. ავეჯი მახვილი კუთხეებით - ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ისინი
სივრცეს "ჭრიან" ნაკუწებად, იწვევენ კონფლიქტებს და ჩხუბს.
11. ე.წ. "ხვიარას" ტიპის მცენარეები - ეზოთერულად ამგვარი მცენარეები
ოჯახში სხვადასხვა ტიპის ავადმყოფობას იზიდავს. ამასთანავე მას
მიაწერენ ქალებში შინაბერობისკენ მიდრეკილებას - "ბედის ჩამკეტის"
ფუნქციას.
12. ქვები და კენჭები გაურკვეველი წარმოშობის ადგილებიდან.
განსაკუთრებით ნეგატიურია იგი თუ წამოღებულია ნანგრევებიდან, რომელიმე
ისტორიული ძეგლის მიდამოებში.
იხილეთ ამავე თემაზე:
11 ნივთი,
რომლის თხოვებაც არ შეიძლება
როგორ მოვიზიდოთ
სახლში სიმდიდრე
როგორ გავანეიტრალოთ უარყოფითი ენერგია
მასალის გამოყენების პირობები