სპექტრი+
რამდენიმე წესი ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად
ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სწორ კვებაზე ხშირად საუბრობენ. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ჩვევას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. 1. დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყალი ჩვენი "ოქროს წესია", თუმცა ბევრი ამ წესს სამწუხარდ, არ იცავს. დაივიწყეთ ქარხნული ხილის წვენები და ათასგვარი მიმზიდველი შეთავაზებები: საძინებელში დაიდგით ნახევარლიტრიანი წყლის ბოთლი და გაღვიძებისთანავე დალიეთ, შემდეგ უკვე დღის განმალობაში დარჩენილი 1.5 ლიტრი გადაანაწილეთ შესაბამისად. 2. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვო საუზმე: მის გარეშე ჯანსაღი ცხვრების წესი უბრალოდ შეუძლებელია. დღის ყველაზე მნიშველოვანი კვება შეძლებისდაგვარად ნოყიერი უნდა იყოს: ცილოვანი საუზმე საუკეთესო არჩევანია, უფრო სწორად, ცილების და სასარგებლო ნახშირწყლების ზომიერი მიქსი. მაგალითად, 3 კვერცხის ომლეტი და შვრიის ფაფა სელის მარცვლებით და ქიშმიშით ან ხილის ჩირით. 3. იკვებეთ დღის განმავლობაშჲ მრავალჯერადად და მცირე ულუფებით – ასე თქვენი ორგანიზმისთვისაც გაცილებით სასარგებლო საქმეს გააკეთებთ და თავადაც, ფსიქოლოგიურად უკეთესად იგრძნობთ თავს, როცა გეცოდინებათ, რომ დღის განმავლობაშჲ 4-5- ჯერ მოგიწევთ კვება. 4. არ თქვათ უარი ნახშირწყლებზე – ზოგს მიაჩნია, რომ თუ ნახშირწყლებს საერთოდ ამოიღებს რაციონიდან, ამით კარგს იზამს. რეალურად, წონაში ადვილად დაიკლებთ, მაგრამ შემდეგ ასევე მარტივად აინაზღაურებთ დაკლებულ კილოგრამებს. ამიტომაც, მიიღეთ სასარგებლო ნახშირწყლები (შვრია, წიწიბურა, გარეული ბრინჯი, ქინოა, ცეხვილი ფქვილისგან დამზადებული პასტა) და საღამოს 5.00 საათის შემდეგ თავი შეიკავეთ ნახშირწყლებისგან და ცილებით და უჯრედისით შემოიფარგლეთ. 5. საჭმელი მოათავსეთ პატარა ზომის თეფშზე ან თუ სამსახურში მიგაქვთ, პატარა ზომის კონტენინერში – მცირე ულუფები და ხშირ-ხშირად, არ დაგვავიწყდეს. 6. ნუ ამოიღებთ ცხიმებს რაციონიდან: მიირთვით ჯანსაღი ცხიმები ზეითუნის ზეთის, სელის ზეთის, თხილეულის, წითელი თევზის და ავოკადოს სახით. 7. 18.00 საათის შემდეგ ჭამა აკრძალული არ არის – თუ თქვენ ღამის 22.00 საათამდე არ იძინებთ, მაშინ შეგიძლიათ საღამოს საათებში მცირე ულუფა ბოსტნეულის სალათი ან ცილოვანი საკვები მიიღოთ, რათა თქვენმა ორგანიზმა არ იშიმშილოს და ცხიმები არ დააგროვოს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler