სპექტრი+
კაკაო - ბავშვის ორგანიზმისთვის საჭირო სასმელი
კაკაოს ძველთაგანვე ასმევენ ბავშვებს. ის ცილებსა და ცხიმებთან ერთად მდიდარია მინერალური ნივთიერებებით - რკინით, კალიუმით, ფოსფორითა და მაგნიუმით. გარდა ამისა, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და უჯრედისს, რაც, მთლიანობაში, მას მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე პროდუქტების ნუსხის სათავეში აყენებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რძით მომზადებული კაკაო აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის მომატებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. თბილი კაკაო თაფლით კარგია გაციების, გრიპის, ანემიისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. კაკაო ბავშვის რაციონში ორი წლიდან უნდა ჩავრთოთ, მაგრამ უნდა მივაჩვიოთ თანდათანობით და მცირე ულუფებით - არა უმეტეს მეოთხედი ჩაის კოვზისა, რათა გავიგოთ, ხომ არ აქვს ალერგია ამ პროდუქტზე. არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის ისეთი კაკაოს ფხვნილის შეძენა, რომელსაც საგემოვნო ნივთიერებები, არომატიზატორები, ვანილისა და ხილის ესენციები აქვს დამატებული - ისინი შესაძლოა თვითონვე იქცეს ალერგიული რეაქციის მიზეზად. რაც უფრო ნაკლებ მინარევს შეიცავს კაკაო, მით უფრო სასარგებლოა ის. ხშირად კაკაოს ნაღების ფენა გადაეკვრება ხოლმე და ბავშვები მას აღარ სვამენ. ამის თავიდან ასაცილებლად კაკაო უნდა მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ. წყარო: მკურნალი.გე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler