სპექტრი+
ღრძილების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
ღრძილების ტკივილი ჭამის დროს, სისხლდენა, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი- ეს ღრძილების ანთების სიმპტომებია, რომლის დაძლევა მარტივად შეიძლება.
ამაში დაგვეხმარება იმ მცენარეების ნაყენი და ნახარში, რომლებიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში.
1. სალბის ნაყენი - 1 ჩაის კოვზი სალბი 1 ჭიქა წყალზე;
2. გვირილის ყვავილის ნახარში - 1 სუფრის კოვზი გვირილა 1 ჭიქა წყალზე;
3. მარწყვბალახას ნაყენი - 20 გ მარწყვბალახა 1 ჭიქა წყალზე;
4. ბეგქონდარას ნახარში - 15 გ ბეგქონდარა 1 ჭიქა წყალზე;
5. ცაცხვის ყვავილის ნახარში - 2 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი 1 ჭიქა წყალზე;
6. კრაზანას ნახარში - 2 სუფრის კოვზი კრაზანა 1 ჭიქა წყალზე;
7. აბზინდის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი აბზინდა 1 ჭიქა წყალზე;
8. გულყვითელას ყვავილედის ნახარში - 10 გ გულყვითელა 1 ჭიქა წყალზე;
9. ოროვანდის ფესვის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი ოროვანდი 1 ჭიქა წყალზე;
10. ჟოლოს ფოთლების ნახარში - 2 სუფრის კოვზი ჟოლოს ფოთლები 1 ჭიქა წყალზე;
11. მაყვლის ფოთლების ნახარში - 2 ჩაის კოვზი მაყვლის ფოთლები 1 ჭიქა წყალზე;
12. შავი მოცხარის ფოთლების ნაყენი - 5 გ შავი მოცხარის ფოთლები 1 ჭიქა წყალზე;
13. შოთხვის ყვავილის ნაყენი - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე.
14. მოცვი, ძახველი, პირშუშხა, ხახვი, ნიორი - ანადუღარ წყალში გახსნილი.
ნაყენი ასე მზადდება: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და 10-15 წუთით ორთქლის აბაზანაში ადუღეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ (ამისთვის 30-45 წუთია საჭირო), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ.
ნახარშის მომზადების წესი კი ასეთი გახლავთ: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, თავდახურული 30-45 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზევე გააგრილეთ (10-15 წუთით), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ. ეს საშუალებები გამოივლეთ პირის ღრუში, სანამ შედეგს არ დაინახავთ.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები