სპექტრი+
ძმრის უნიკალური შესაძლებლობები
ძმარი ერთ-ერთი ძალიან საჭირო, გამოსადეგი და იაფი ინგრედიენტია. გარდა ამისა, მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო ნივთების გასაწმენდადაც არის შესაძლებელი. კედელზე რაიმე წებოვანი და რთულად მოსაშორებელი მიეკრო? მიასხურეთ მას ძმარი და იოლად მოაშორეთ. თუ ნაგვის ყუთს მაშინაც კი საშინელი სუნი აქვს, როდესაც ის ცარიელია, ერთი ნაჭერი პური ძმარში დაასველეთ და ურნაში მთელი ღამის განმავლობაში მოათავსეთ. მეორე დღიდან, უსიამოვნო სუნი სადღაც გაქრება. სპრეის ბოთლი გაავსეთ ერთი მესამედი ძმრისა და ორი მესამედი წყლის ოდენობით. დაუმატეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ეს მიქსტურა გამოიყენეთ სამზარეულოსა და სააბაზანოში. ის იდეალურად გარეცხავს ყველაფერს. ჩაასხით ჭიქაში ვაშლის ძმარი, დააფარეთ პარკი და გაუკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი. ბუზები მასში შეაღწევენ მაგრამ იქიდან ვეღარ გაიქცევიან. უთოს არქონის შემთხვევაში, ძმრით ტანსაცმლის ნაკეცების გასწორებაც კია შესაძლებელი. ერთმანეთში არიეთ ცოტაოდენი ძმარი და წყალი და სპრეის ბოთლით მიასხურეთ ტანისამოსს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ნაკეცები აღარ იქნება. თუ კატა ავეჯზე დაჯდომას ვერაფრით გადააჩვიეთ, ტახტს რამდენიმე წვეთი ძმარი მიასხურეთ, ცხოველი ვერ იტანს ძმრის სუნს. ყვავილები დიდხანს არ დაჭკნება, თუ ვაშლის ძმარს წყალში გაურევთ და მასში ყვავილებს მოათავსებთ. მზის სათვალის ლაქებს თეთრი ძმარი ეფექტურად მოაშორებს. წყარო: http://aww.ge/
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler