სპექტრი+
რა სასმელი არ უნდა დავლიოთ წამლებთან ერთად
წამლის მოქმედება დაფუძნებულია მის ურთიერთქმედებაზე ორგანიზმის მოლეკულებთან. თუ წამალს სხვადასხვა სითხის საშუალებითი დავლევთ, მიმდინარე რეაქციის ხასიათი შეიძლება პრინციპულად შეიცვალოს. 1. ალკოჰოლი ცვლის უჯრედის მემბრანის შეღწევადობას. ამის ხარჯზე, ყველა წამლის ეფექტი, ისევე, როგორც გვერდითი მოვლენები, გარდა ანტიბიოტიკებისა, ძლიერდება. ღვიძლზე დატვირთვა ძლიერდება და ძალიან სწრაფად აღწევს საშიშ ზღვარს. ლუდი, მათ შორის უალკოჰოლო, შეიცავს ღვიძლის ფერმენტების მოქმედების დამამუხრუჭებელ ნივთიერებებს. ამის გამო წამალი უფრო ნელა გადამუშავდება, რაც ასევე ზრდის დოზის გადაჭარბების რისკს. არსოდეს შეურიოთ ალკოჰოლი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის ფუნქციონირების მხრივ. კატეგორიულად აკრძალულია ანტიდეპრესანტების მიღება ალკოჰოლით. ამ შემთხვევაში უარყოფითი მოქმედება შეეხება არა მარტო ღვიძლს, არამედ ტვინსაც. 2.კატეგორიულდ არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენის დაყოლება წამალზე. ის მოქმედებს ფერმენტ CYP3A4-ზე. ეს ნივთიერება აქტიურია ღვიძლისა და ნაწლავების უჯრედებში. ნაწლავში ფერმენტი წამალს შეწოვაში ეხმარება. გრეიპფრუტის წვენი თრგუნავს CYP3A4 მუშაობას, რის გამოც, წამალი მუშაობს ნაკლებ ეფექტურად. წვენი არღვევს ღვიძლში წამლის მოქმედი ნივთიერების გადამუშავების პროცესს.ფერმენტების მუშაობას არღვევს ასევე, ფორთოხალი და ბროწეული. თავისთავად გრეიპფრუტის წვენი ძალიან სასარგებლოა, მისი რეგულარული მიღებით ქვეითდება ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბება. მაგრამ გრეიპფრუტის წვენის დალევა არ შეიძლება სტატინებთან, ანტიდეპრესანტებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინურ, ჰორმონალურ პრეპარატებთან ერთად. 3. რძე- სასარგებლო პროდუქტია. მასში კალციუმის, მაგნიუმის და რკინის იონების დიდი შემცველობაა. სწორედ ეს იონები შეიძლება შეკავშირდნენ ანტიბიოტიკების მოლეკულებთან და დაქვეითდეს მათი წვდომა ორგანიზმისადმი. ამიტომ ანტიბიოტიკების დალევა რძით არ შეიძლება.რძის შემცველობაში არსებული ფერმენტი ქსანტინოქსიდაზა თრგუნავს ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის მოქმედებას. სამაგიეროდ, ტკივილგამაყუჩებლისა და სიცხის დამწევი საშუალებების მიღება რძით სასარგებლოც არის. რძე ამცირებს მათ უარყოფით მოქმედებას კუჭის ლორწოვან გარსზე. 4. ჩაი- შეიცავს ტანინს. ის ქმნის მჭიდრო კავშირს ბევრ იონთან, ამიტომ ირღვევა რიგი მიკროელემენტების შეწოვა. კერძოდ, ჩაი არ უნდა დავაყოლოთ რკინის პრეპარატებს. ჩაი მსუბუქად ასუსტებს ფერმენტ CYP3A4 მუშაობას, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე გრეიფრუტის წვენი. 5. ყავას- იგივე ეფექტი ახასიათებს, რაც ჩაის, გარდა ამისა ის შეიცავს კოფეინს. ამ სასმელით ცხადია არ შეიძლება საძილე საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილგამაყუჩებლები უფრო დიდხანს მუშაობს, თუ მას ყავით დავლევთ. არითმიის საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დასარეგულირებელი და ჰიპოტენზიური საშუალებები არ შეიძლება ყავასთან ერთად მივიღოთ. რადგანაც კოფეინი მაღლა წევს წნევას და აძლიერებს გულისცემას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler