სპექტრი+
როგორ გავიწმინდოთ სიგარეტისგან დაბინძურებული ფილტვები
სიგარეტისგან დაბინძურებული ფილტვების 72 საათის განმავლობაში გაწმენდა შესაძლებელია.
ამ პერიოდში პირველ რიგში, რაციონიდან უნდა ამოიღოთ რძის პროდუქტები. დანარჩენში იკვებებით ჩვეულებრივ. მიაქციეთ ყურადღება, რომ გაწმენდის დროს არ გადაიტვირთოთ ფილტვები ან სხეულის სხვა ნაწილი მძიმე მუშაობით.
პირველი დღე - დილით გაწურეთ 2 ლიმონი 300 მლ წყალში და დალიეთ საუზმემდე 20 წუთით ადრე. დღის განმავლობაში მიიღეთ 300 მლ გრეიფრუტის ან ანანასის წვენი. ეს წვენები შეიცავენ ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აუმჯობესებენ სასუნთქ სისტემას. ძილის წინ დალიეთ ნებისმიერი მცენარეული ჩაი (პიტნა, გვირილა, ასკილი, კარკადე და ა.შ.)
მეორე დღე - საუზმემდე ისევ ლიმონიანი წყალი დალიეთ, საუზმისა და სადილის შუალედში კი მიიღეთ 300 მლ სტაფილოს წვენი. ეს წვენი ეხმარება სისხლის გატუტოვნებას წმენდის დროს. ძილის წინ დალიეთ 400 მლ შტოშის წვენი ან ნებისმიერი მცენარეული ჩაი.
მესამე დღე - საუზმემდე დალიეთ ლიმონიანი წყალი, სადილისა და ვახშმის შუალედში მიიღეთ 400 მლ ხილის ან ბოსტნეულის ნებისმიერი წვენი, რომელიც მდიდარია კალიუმით (ატამი, ყურძენი, ფორთოხალი, შავი ქლიავი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, ჭარხალი, ისპანახი). კალიუმი მოქმედებს როგორც ძლიერი გამწმენდი. ძილის წინ დალიეთ 400 მლ შტოშის წვენი, რომელიც ებრძვის ფილტვებში ინფექციის გამომწველ ბაქტერიებს.(შტოშის წვენი შეგიძლიათ შეცვალოთ მწვანე ჩაით).
გარდა ამისა, სრული ეფექტისთვის 3 დღის მანძილზე ჩაიტარეთ ინჰალაცია, რასაც კარგად გამოყავს ფილტვებიდან ტოქსინები. ჯამში ჩაასხით ცხელი წყალი და დაამატეთ 5-10 წვეთი ევკალიპტი (იყიდება აფთიაქში). თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და 20 წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ ორთქლი.
წყარო. ეტანიუს.გე
მასალის გამოყენების პირობები