სპექტრი+
არ გადაღვაროთ ყავის ნალექი
როგორც კი ყავის სმას მოვრჩებით, ნალექს ვღვრით. არადა, ამის გაკეთება არ ღირს – ყავას საოცრებების მოხდენა შეუძლია. მისი ნალექი ოჯახში, შეგვიძლია სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. 1. თუ თქვენი თმა სწრაფად ხდება დასაბანი, თმაში ყავის ნალექი შეიზილეთ და დაიბანეთ. სიფაფუკეს და სისუფთავეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს. 2.ყავა ნებისმიერ ღრუბელზე უკეთ აცლის სხეულს კანის მკვდარ უჯრედებს. 3. ყავის ნალექი სახეს კარგად წმენდს, თან შესანიშნავ გამაახალგაზრდავებელ მასაჟსაც აკეთებს. 4. თვალების გარშემო მუქი წრეები სწრაფად გაგიქრებათ, თუ ამ პრობლემურ უბანს ყავის ნალექით დაიზილავთ. კოფეინი დაღლილი კანის მატონიზირებელი საშუალებაა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. 5. სადილის მომზადების შემდეგ ხელებზე ნივრისა და სხვა სანელებლების სუნი აღარ აგივათ, თუ მათზე ყავის ნალექს გადაივლებთ. 6. ფეხსაცმელებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად საკმარისია მათში ცოტა ხნით ყავის ნალექი მოათავსოთ, შემდეგ კი გადმოფერთხოთ. 7. ყავით ამოავსეთ ავეჯზე ნაკაწრები. მათი კვალი შეუმჩნეველი გახდება. 8. ყავას ნებისმიერი უსიამოვნო სუნის შთანთქმა შეუძლია. გამოიყენეთ მისი ეს უნიკალური თვისება. 9. დაფქული ყავა გამოიყენეთ როგორც ჭურჭლის სახეხი საშუალება. 10.თეთრი სამზარეულოს ტილოები, რომლებსაც რთულად ამოსაყვანი ლაქები აქვს, შეგიძლიათ მუქად – შეღებოთ ყავის ნალექში გამოხარშოთ. 11. თუ თქვენს ძაღლს რწყილები ჰყავს, შამპუნში ყავა გაურიეთ და ისე დაბანეთ. 12. თუ კატები თქვენს ეზოს თავდაყირა აყენებენ, მიწა ყავით მონამეთ – კატები ამ სუნს ვერ იტანენ. 13. ყავის ნალექი შესანიშნავი სასუქია ნებისმიერი მცენარისთვის და არა მხოლოდ სასუქი – ნიადაგის ყავის ნალექის მორწყვით ყვავილის ფოთლებსაც შეეცვლებათ ფერი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler