სპექტრი+
![](/buffer/pictures/9/f07c3271b30ac1cc4e873b86094d45cf.jpg)
რატომ არის საშიში ბევრჯერ გაცხელებული კერძი
ყველა ჩვენთაგანმა უნდა დაიცვას კვების რაციონალური პრინციპი. საკვები ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს უნდა ჭამოთ, არანაკლებ სამჯერ დღეში, ოღონდ მცირე ულუფებით.
საკვების ძირითადი ნაწილი დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ. სადილი კალორიულობით და მოცულობით ვახშამს უნდა აღემატებოდეს. ვახშამი კი დაძინებამდე 4 საათით ადრე უნდა მიირთვათ. შეგიძლიათ ღამის საათებში მიირთვათ რძის პროდუქტი, კისელი, ხილი. რაც შეეხება ხორცეულს და ცხიმიან საკვებს, ისინი დაძინებამდე 5-6 საათით ადრე ჭამეთ, ან ეცადეთ, იმდენი ჭამოთ, კუჭს მათი მონელება არ გაუჭირდეს.
მომზადების დროს კი ყურადღებით იყავით, რომ საკვები არ გადახარშოთ ან ზომაზე მეტად არ შეწვათ. მოერიდეთ საკვების ბევრჯერ გაცხელებას. ბევრჯერ გაცხელებისას, კერძში ნადგურდება ვიტამინები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებები. წარმოიქმნება ახალი, ტოქსიკური კომპონენტები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დაავადებებს წარმოშობს და კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები