სპორტი
მოზარდთა საფეხბურთო ტურნირში ფშაველის გუნდმა გაიმარჯვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში გიორგი (ჟორა) ბურდულის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა. ფინალური შეხვედრა 2003-2004 წლებში დაბადებულ მოზარდთა გუნდებს შორის გაიმართა.
პირველ ადგილს და გარდამავალ თასს ფშავლის საფეხბურთო გუნდი დაეუფლა,მეორე ადგილზე კი ყარაჯალის გუნდი გავიდა.
ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებული ფეხბურთელები შემდეგ ნომინაციაში:
1. საუკეთესო მეკარე - ნიკა გურგენიშვილი (ფშაველი)
2. საუკეთესო მცველი - გიორგი ხოლუაშვილი (ფშაველი )
3. საუკეთესო ნახევარმცველი -ვაკო ფიცხელაური (ფშაველი )
4. საუკეთესო თავდამსხმელი - მამედ მამედოვი  (ყარაჯალა )
5. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - რავილ ბაირამოვი  (ყარაჯალა )

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულ ფეხბურთელებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.
ტურნირს, რომელიც ააიპ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების და ქალაქ თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების თანადგომით გაიმართა, თვითმმართველი თემის გამგებელი -ალექსანდრე შათირიშვილი,გამგებლის პირველი მოადგილე -დავით ნაპირელი და გამგებლის მოადგილე ზურა სვიმონიშვილი ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google