სპორტი
პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე რბოლაში საქართველოს დათა ქაჯაია წარადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, MIA FORCE-ის ავტომრბოლელი, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
დათა ქაჯაია პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 3 აპრილს, ბაჰრეინში აიღებს და მსოფლიოს 11 ქვეყნის ცნობილ ტრასებზე გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა, ამ თემასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას შინაგან
საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, თბილისის მერი, ხელისუფლებისა და
ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შსს-ს სპორტული კლუბის საზეიმო მიღებას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. საგამოფენო სივრცეში სპორტული კლუბის
ავტომობილები, დავით ქაჯაიას მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებული თასები და ავტომრბოლელის ასპარეზობის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი.

მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია, სხვადასხვა ქვეყნის სატელევიზიო არხებთან ერთად, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა.
სპორტსმენის სპონსორად კი ღონისძიებაზე "საქართველოს ბანკი" დასახელდა.
| Print |
FaceBook Twitter Google