სპორტი
ანატოლი ოლეინიკოვი ოლიმპიურ თამაშებში ლიცენზიის მისაღებად ემზადება
საქართველოში  WORLD RUN –ის გამარჯვებულ ლაგოდეხელ ანატოლი ოლეინიკოვს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ სპორტული ტანსაცმელი გადასცა.

32 წლის მძლეოსანი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ლიცენზიის მოპოვებისთვის მზადებას იწყებს.
"ანატოლიმ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან გვასახელა. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ასეთ ახალგაზრდებს. აქედან გამომდინარე შევუძინეთ ყველანაირი სპორტული სამოსი. 9 მაისს გაიმართება მსოფლიო რბენა და დარწმუნებული ვარ როგორც ადრე, ახლაც გვასახელებს. ანატოლი ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად ემზადება. ვფიქრობ ეს დიდი მიღწევა იქნება არა მარტო მისთვის, არამედ თითოეული ჩვენთაგანისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ლიცენზიას მიიღებს ის იქნება პირველი ლაგოდეხელი ვინც ოლიმპიადაზე გავა."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში კახა ჯამბურიამ.


შეგახსენებთ, რომ ანატოლი ოლეინიკოვი 2014 წლის საქართველოს Wings for Life მსოფლიო რბენის გამარჯვებულია.


| Print |
FaceBook Twitter Google