სპორტი
როდის გააკეთებს განცხადებას ფედერაცია ფეხბურთელების დაპირისპირების გამო
გურჯაანის "ალაზანისა" და "მარკ სტარსს“ შორის დაპირისპირების გამო speqtri.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა.
მათ ჩვენთან კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მომხდარით შეწუხებულნი არიან.

მათივე ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ის ორშაბათს დაბრუნდება და ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას სწორედ ამის შემდეგ გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში გუნდ "ალაზანსა" და "მარკ სტარსს" შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი გურჯაანელი ფეხბურთელი დაჭრეს. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალაზანი /