სპორტი
დაჭრილი ფეხბურთელების მდგომარეობა სტაბილურია [Video]
გუშინ თბილისში გუნდ "ალაზანსა" და "მარკ სტარსს" შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი გურჯაანელი ფეხბურთელი დაჭრეს. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

"ამ დროისთვის სტაციონარში მკურნალობას მხოლოდ არჩილ ბოხაშვილი გადის. ვესაუბრე ექიმს და როგორც ამიხსნა საშიში არაფერია. მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ დღეს გამოწერენ. მეორე ფეხბურთელი გიორგი მურველაშვილი მსუბუქად იყო დაჭრილი. რაც შეეხება თამაშს, ჩაიშალა და როდის ჩატარდება განმეორებით ჯერ არ ვიცით."-აღნიშნა გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე ყვირალაშვილმა, რომელიც ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაჭრილების მოსანახულებლად თბილისში იმყოფებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყოს. რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგის აღმოსავლეთ ზონაში გამართულ მატჩზე, სადაც გურჯაანის "ალაზანი" "მარკ სტარსს" ხვდებოდა და 1:0 იგებდა, გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

გთავაზობთ დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
| Print |
FaceBook Twitter Google