სპორტი
კლუბ „ალაზანის“ ფეხბურთელები დაკითხვაზე იმყოფებიან
თბილისში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგის აღმოსავლეთ ზონაში გამართულ მატჩზე, სადაც გურჯაანის "ალაზანი" "მარკ სტარსს" ხვდებოდა და 1:0 -ს იგებდა, თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე გულშემატკივრებს შორის ჩხუბი მოხდა.

"ერთით ნული მოვიგეთ, მაგრამ თამაში ჩაიშალა. ბოლო ხუთი წუთი იყო დარჩენილი, რომ ჩხუბი მოხდა. მოედანზე მოწინააღმდეგე გუნდის მაყურებელი შემოვარდა. ამ წუთას პოლიციაში ვარ და დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით,"-აღნიშნა გურჯაანის "ალაზანის" მწვრთნელმა ზვიად ჯავარაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 15-გუნდიან გათამაშების ცხრილში "ალაზანი" 14 ჩატარებულ მატჩში მოპოვებული 32 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჩხუბი / ალაზანი /