სპორტი
ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია [Video]
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. 61 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბელარუსი გიორგი კალიევი დამაჯერებლად - 6:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ხინჩეგაშვილმა ჩემპიონატის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ წონაში, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა - 4-2, მანამდე კი სომხეთის ნაკრების წევრს ვალოდია ფრანგულიანს (5-0) და მაკედონიელ იასინ რეჯალარს (10-0) სძლია.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია, ევროპის ჩემპიონის ტიტული კი მან მეორედ მოიპოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google