გიორგი მოსიაშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციას, სადაც მერობის კანდიდატი ბიზნესმენ შოთა დემინაშვილს თავდასხმაში ადანაშაულებს, შოუბიზნესის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ზოგიერთმა თავისი მოსაზრება სოციალური ქსელ ფეისბუქზე მოგვწერა, ზოგმაც განცხადება სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
თამუნა ამონაშვილი: მინდა გამოვეხმაურო ბატონ შოთა დემინაშვილთან დაკავშირებულ გაურკვეველ პრობლემას. ბატონი შოთა თავისი პიროვნებით და სიკეთით დღეს არ მოსულა. ეს ადამიანი დიდი ხანია საზოგადოების წევრია და თანაც გამორჩეული. ნუთუ დანაშაულია იყო ჭკვიანი და აკეთებდე დაუთვლელ სიკეთეს. თუ ვინმეს აღიზიანებს მისი შრომით მოპოვებული შესაძლებლობა, ეს სხვა საკითხია.
დარწმუნებული ვარ, ჩემი დადებითი განწყობა მის მიმართ, ახლოსაა ძალიან ბევრ ადამიანთან. უდიდეს პატივს ვცემ. ბევრს აქვს მასზე დიდი შესაძლებლობა, მაგრამ იტანჯებიან სიკეთის კეთებაზე. ბატონ შოთასნაირ ადამიანებს უნდა უფრთხილდებოდეს ერი. არ შეიძლება მოხვდე თანამდებობაზე და წაართვა სხვას მისი მთელი ცხოვრების ნაშრომი, ამის გამო ცილი დასწამო. ეს ყველაზე ამაზრზენია და შეურაცხყოფელი ადამიანისთვის. როდესაც ქვეყანაში ნამდვილად შემუშავდება საკუთრების და სარწმუნოების ხელშეუხებლობის ნამდვილი კანონი, მხოლოდ მაშინ გაჩნდება იმედი ქვეყნის აღმშენებლობის. ადამიანებო, გაუფრთხილდით სხვის ნაშრომს და სახელს და თქვენ გაგიფრთხილდებათ ცხოვრების განგება.
ქეთი გომართელი: შოთა ძალიან კარგი პიროვნებაა. ქველმოქმედი და სიკეთის განსახიერება. ვინც ბატონ შოთას იცნობს, და სრულიად კახეთი იცნობს, დარწმუნებული იქნება, რომ ეს აგორებული ამბავია. ასეთი ზღაპარი რომ მოიფიქრო, დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გაგაჩნდეს. მრჩეველი მაინც ჰყოლოდათ, რომ ეს ამბავი შოთასთვის არ მიეწერათ, მე მაგალითად გავიცინე იმიტომ, რომ ეს არის ზღაპარი.
ანრი ჯოხაძე: გაოცებული ვარ რა ბრალდებები გაისმის და რა სკანდალებში გახვიეს შოთა. მე ძალიან კარგად ვიცნობ როგორც მას, ისე მის ოჯხს. საწყენია, რომ ვიღაცას პოლიტიკური ქულები დასჭირდა და ამ ადამიანის სახელი გასვარა. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეეფერება.
ვერიკო ტურაშვილი: მართალია, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანისგან ძალიან დიდი პატივისცემა მახსოვს, როდესაც კახეთში ვსტუმრობთ ხოლმე. მან ერთ-ერთი ჩემი პროექტი დააფინანსა და ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები