კულტურა
"მის ლაგოდეხი-2016" ხატია ბაღაშვილი გახდა
27 მარტს რესტორან "სამეფოში", "მის ლაგოდეხი-2016"-ის ფინალური კონკურსი გაიმართა.
დასკვნით კონკურსზე ოთხი გოგონა მონაწილეობდა. გამარჯვებული მე-9 კლასის მოსწავლე, 14 წლის ხატია ბაღაშვილი გახდა. "მაყურებლის სიმპათია" მარიამ გიკაევმა დაიმსახურა.

"გამარჯვებულს ჩვენი სამსახურის მიერ სიგელი, გვირგვინი და სამხრე ნიშანი გადაეცა. ასევე დაჯილდოვდნენ სხვა კონკურსანტები, მათ სპონსორებისგან ტექნიკა და სხვადასხვა საჩუქრები მიიღეს."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მასმედიასთან ურთიერთობის სპეციალისტმა დავით ჭაბაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალ წელს უფრო გრანდიოზული ღონისძიება იგეგმება. ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდობას თავიანთი შესაძლებლობები გამოვლინოს.




| Print |
FaceBook Twitter Google