კულტურა
შესაძლოა საქართველოში რობი უილიამსი ჩამოვიდეს
ცნობილი ბრიტანელი პოპ-მუსიკოსი რობი უილიამსი შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს და კონცერტები გამართოს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინა კობახიძის განცხადებით, მსოფლიოში აღიარებულ პოპ ვარსკვლავთან მოლაპარაკებებს კულტურის სამინისტრო აწარმოებს.

საუბარია კონცერტების თბილისსა და ბათუმში გამართვაზე.

აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.




| Print |
FaceBook Twitter Google