კულტურა
"მანდარინები" საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს
31 იანვარს ბარსელონამ ტრადიციულად  ესპანეთის ყველაზე გამორჩეულ დაჯილდოვების ცერემონიალს Gaudí Award,, სადაც ჯილდო 22 განსხვავებულ კატეგორიაში გაიცა. ნომინანტთა შორის იყო ზაზა ურუშაძის "მანდარინები" , რომელიც საუკეთესო ევროპული ფილმის ნომინაციაში წარადგინეს.

"დაჯილდოვების ცერემონიალზე დაპატიჟებული ვიყავი. სამწუხაროდ, ესპანეთში ჩასვლა ვერ მოვახერხე. პირდაპირი ეთერიდან გავიგე, რომ "მანდარინები" საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს. სცენაზე ჩემს მაგივრად ფილმის ესპანელი დისტრიბუტორი ავიდა. ეს კინოაკადემიის ჯილდოა, ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვანი. ყოველ წელს ცხადდება საუკეთესო ევროპული ფილმი და ამ ჯილდოს ყოველთვის ტიტულოვანი ფილმები იღებენ. წელს ოთხი ნომინანტი ვიყავით ამ კატეგორიაში წარდგენილი. ახლა ველოდები როდის გამომიგზავნიან ჯილდოს."-აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.

Gaudí Award - ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ დააარსა და 2009 წლიდან გაიცემა. ჯილდოს სტატუეტის დიზაინი ავტორებმა ცნობილი ესპანელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის შემოქმედების ინსპირაციით შექმნეს.

| Print |
FaceBook Twitter Google