კულტურა
ახალი წიგნები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისთვის
გურჯაანის "საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ " 773 ახალი წიგნი შეიძინა. წიგნები, როგორც მხატვრული, ისე საბავშვო და ისტორიული ჟანრისაა. "მაკულატურაში ჩავაბარეთ ძველი, სრულიად გამოუყენებელი ჩამოწერილი წიგნები და იმ თანხით შევიძინეთ ახალი. ჩამონათვალში შედის მხატვრული ლიტერატურა, ისტორიული ნაწარმოები და სასკოლო მწერლებიც, რომელსაც თან ახლავს კრიტიკის სახელმძღვანელო. საკმაოდ ბევრი წიგნია და ამჟამად მათი დანომრვა მიმდინარეობს."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის "საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების" დირექტორმა მაია ბეროშვილმა.

მისივე თქმით, ახალი წიგნები გადაეცემა, როგორც გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ასევე მუნიციპალიტეტის ცხრა სოფლის ბიბლიოთეკებს.


| Print |
FaceBook Twitter Google