ხალხური და საგუნდო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი "გურჯაანი - 2015"
გურჯაანში ხალხური და საგუნდო სიმღერების საერთასორისო ფესიტავი 1 ივლისს ჩატარდება.
როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორმა რუსუდან ჩიტაურმა განუცხადა, 30 ივნისს ესტონეთიდან ჩამოვა სპეციალურად მოწვეული შემადგენლობა, რომლებიც ამ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
„ეს ფესტივალი 2013 წელს დავაფუძნეთ. რადგან ესტონეთიდან მყავდა მოწვეული დიდი აკადემიური გუნდი, ვიფიქრე, რომ გამეკეთებინა ღონისძიება, რომელიც გურჯაანში ტრადიციად დამკვიდრდებოდა, თუმცა. 2014 წელს „კოლგა -კუუსალუს“ არაპროფესიონალთა, საგუნდო მუსიკის ანსამბლს ტურნე ჰქონდა სხვა ქვეყანაში, ამიტომ ფესტივალი გურჯაანში ვეღარ ჩატარდა, თუმცა ესტონეთში მიიწვის თბილისის ვაჟთა ფოლკლორული ანსალმბლი და ჩვენი „ხარება“. სამწუხაროდ, წასვლა მხოლოდ „ხარებამ“ მოახერხა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით. იქ მსოფლიო მასშტაბის ფესტივალზე - „ვირუ ფოლკ“ მიიღეს მონაწილეობა. ამასთან გამოვიდნენ ესტონეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის (კოლგა-კუუსალუს მუნიციპალიტეტი - მდებარეობს ტალინიდან 40 კილომეტრში) მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე. გამგებელს ვთხოვე, რადგან მათი აკადემიური გუნდი ვეღარ ახერხებდა ჩამოსვლას, სკოლების ახალგაზრდა გუნდის ვიზიტი დაეგეგმათ საკუთარი დააფინანსებით. მოეწონა ეს იდეა და 30 ივნისს ჩამოვლენ კიდეც“.
მისივე თქმით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ, სამუსიკო სკოლების როგორც აკადემიური, ასევე ხალხური გუნდები. „სტუმრებს მასპინძლობს ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“, რომელიც ფესტივალზე რამდენიმე სიმღერას შეასრულებს, მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „გურჯაანიც“. ასევე გვესტუმრებიან: მარტყოფის აკადემიური გუნდი, ნორიოს ფოლკლორული ანსამბლი, თბილისიდან ხახლურ საკრავთა მუზეუმის ვაჟთა ანსამბლი და შესაძლოა, რაჭული „ძირიანიც“ ჩამოვიდეს. ესტონელების გარდა, სულ 11 ანსამბლი/გუნდი იქნება“.
რუსუდან ჩიტაურის ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორთა სურვილი იყო, რომ მონაწილე რესპუბლიკების რიცხვი გაზრდილიყო, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. „სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მზად იყვნენ ჩამოსასვლელად, უკრაინაში რა სიტუაციაც არის, ვიცით და ამის გამო, აღარც ბელორუსია მოვიწვიეთ. „ვირუ ფოლკ“-ის ფესტივალზე, რომ ვიყავით, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდით, ჩვენი მოპატიჟება, სიამოვნებით მიიღეს. წელს თავი შევიკავეთ, თუმცა მომავალ წელს ვაპირებთ მასშტაბურ ღონისძიების ორგანიზებას. "
ფესტივალი ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლაში გაიმართება. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა და დასწრება უფასოა.
მასალის გამოყენების პირობები