ჯანდაცვა
მცირდება თუ არა გრიპით დაინფიცირების საფრთხე
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში H1N1-ით ავადობის სიხშირემ კლება დაიწყო.
მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების პიკმა გადაიარა. "H1N1 -ზე საბედნიეროდ ავადობის სიხშირემ დაიწყო კლება. ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში იყო ტენდენცია, რომ მატების ტეპი შემცირდა, თუმცა, მატება იყო. ბოლო კვირის მონაცემებით, შემთხვევების კლება არის, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რისკი განულებულია.
დაავადების გავრცელების პიკი არის გადავლილი, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ახლაც გადიან მკურნალობას, და რამოდენიმე მათგანი რეანიმაციაში, კრიტიკულ მოვლასაც საჭიროებს.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავადობის აფეთების პიკმა გადაიარა, თუმცა ამას ყურადღება ისევ სჭირდება", – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ბოლო კვირის მონაცემებით ე.წ. ღორის გირპით 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 315 ადამიანია დაავადებული.

| Print |
FaceBook Twitter Google