განათლება
როდის დაიწყება საშობაო არდადაგები სკოლებში
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი 29 დეკემბრის ჩათვლით წარიმართება. საშობაო არდადაგები სკოლის მოსწავლეებისთვის 15 იანვრამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი გვაწვდის.

„ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით საშობაო არდადეგები 29 დეკემბრიდან, გაკვეთილების შემდეგ დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება,“ - ეუბნება დალი მინდიაშვილი speqtri.ge-ს.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 25 საჯარო სკოლაა. სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია სამ სკოლაში. კერძოდ, სოფელ ვაჩნაძიანის, სოფელ არაშენდისა და სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლებში. აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დროებით მეზობელი სოფლების სკოლებში დადიან.

დალი მინდიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, სრული რეაბილიტაცია უტარდება ბაკურციხისა და არაშენდის საჯარო სკოლებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვაჩნაძინის საჯარო სკოლის მოსწავლეები კალაურის საჯარო სკოლის ალტერნატიულ ფართში 2022 სასწავლო წლიდან სწავლობენ. ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში, გურჯაანის საგანმანათლებლო რესუსცენტრში აცხადებდნენ, რომ ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა საფრთხის შემცველი იყო მოსწავლეებისთვის.

ინფრომაცია იმის შესახებ, თუ რა სახის სამუშაოები ჩატარდება სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლაში და როდის დაუბრუნდებიან მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებას ჯერ კიდევ უცნობია.

| Print |
FaceBook Twitter Google