განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარჩინებული სწავლისთვის კომპიუტერი 80 მოსწავლეს გადაეცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოება გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

წელს წარჩინებული სწავლისთვის კომპიუტერი 80 მოსწავლეს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა ვრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც განათლების საბაზისო საფეხური ( 5-9 კლასი) წარჩინებით დაძლიეს და რომელთა ქულაც, დამრგვალების გარეშე შეადგენს 10 -ს.
| Print |
FaceBook Twitter Google