განათლება
ვაჩნაძიანის სკოლის მოსწავლეები კალაურის სკოლაში ისწავლიან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ალტერნატიულ ფართში განაახლებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დალი მინდიაშვილს ესაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ექპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება საფრთხის შემცველია მოსწავლეებისთვის.

„ზაფხულში მივიღეთ დასკვნა სამხარაულის საექსპერტო ეროვნული ბიუროდან იმის შესახებ, რომ სოფელ ვაჩნაძიანის სკოლის გარკვეული ნაწილი არის სეისმურად არამედეგი და არ არის უსაფრთხო მოსწავლეთათვის. ჩვენ საქმე დავიწინაურეთ - სანამ აღნიშნულ სკოლაში ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები, მოვძებნეთ ალტერნატიული ფართი, რათა მოსწავლეებს არ ჰქონდეთ შეფერხება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. აქედან გამომდინარე, სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ივლიან სოფელ კალაურის საჯარო სკოლაში,“ - გვეუბნება დალი მინდიაშვილი.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის სამუშაოები ჩატარდება სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლაში და როდის დაუბრუნდებიან მოსწავლეები საგანმანათლებლო დაწესებულებას, მოგვიანებით გახდება ცნობილი.


| Print |
FaceBook Twitter Google