გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის ტექნიკური საგნების პედაგოგებს „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია დაენიშნათ
გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლა
ფიზიკა-მათემატიკის სფეროში წარმატებების არაერთ ისტორიას ითვლის.
სწორედ აღნიშნული გახდა წინაპირობა იმისთვის, რომ
„საქართველოსბანკის“გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს
მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის ყოველთვიური სტიპენდია
დაენიშნა, რომელიც მოსწავლეების ახალ მიღწევებთან და მიღებულ
მედლებთან ერთად გაუმჯობესდება.
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება.
ძმებმა გურამ და ოთარ ჭილაშვილებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სკოლა „გიმნაზიის“
დაფუძნება გადაწყვიტეს. საბჭოთა კავშირის დროში საკმაოდ რთული
განსახორციელებელი საკითხი, ძმებმა რეალობად აქციეს და 1990 წლის
პირველ ოქტომბერს გიმნაზიამ პირველი თაობა მიიღო. ეს იყო ორი მეათე,
ორი მეცხრე და ერთი მერვე კლასი. სწავლება ფიზიკა- მათემატიკური და
ჰუმანიტარული პროფილის განხრით მიმდინარეობდა. გაკვეთილებს კი
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ატარებდნენ.
1991 წლიდან გიმნაზიის მმართველობა ოთარ ჭილაშვილმა ჩაიბარა და სკოლა,
1994 წლიდან უკვე პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით იღებდა
მოსწავლეებს. აქედან დაიწყო ის საგანმანათლებლო რეფორმები, ორსაათიანი
გაკვეთილები, საგამოცდო სისტემა ყოველი სემესტრის ბოლოს და გაცვლითი
პროგრამები, რომელიც იმ პერიოდში და მითუმეტეს რეგიონში ძალიან დიდი
მონდომების, გულწრფელი სურვილისა და მომავალ თაობაზე ზრუნვის შედეგად
თუ მიიღწეოდა. ზუსტად ამ ისტორიამ განაპირობა გიმნაზიის წარმატება და
მას გამორჩეული სკოლის ნიშა დაუმკვიდრა გურჯაანის
მუნიციპალიტეტში.
სწორედ, ოთარ ჭილაშვილის ხელმძღვანელობის დროს, გიმნაზიაში სწავლობდა
პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილიც, რომელმაც არჩილ გაჩეჩილაძის
ინიციატივას მხარი დაუჭირა. ძალიან მალე, სკოლაში STEAM მიმართულების
ცალკე სივრცე შეიქმნება.
„ჩემიმეგობრის, არჩილ გაჩეჩილაძის ინიციატივას, დაუფიქრებლად
შევუერთდი. მთავარ მიზნად დავისახეთ, რომ გიმნაზიაში ღირსეულად
გავაგრძელოთ ოთარ ჭილაშვილის დაწყებული საქმე. მრავალი წელია
გურჯაანელებისთვის საამაყოა „გიმნაზია“ და გიმნაზიის გამოზრდილი
მოსწავლეები, რაშიც განუზომელი წვლილი აქვს გურჯაანის საპატიო
მოაქალაქეს ბატონ ოთარ ჭილაშვილს. ვფიქრობ, მისი საქმიანობის
გაგრძელებას მის სკოლაში, სათანადოდ შევძლებთ,“ - ამბობს დავით
სონღულაშვილი.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით კი,აღნიშნული
პროექტი მხოლოდ პირველი ნაბიჯებია იმ დიდი გეგმების ფარგლებში, რასაც
მომავალი თაობის განვითარებისა და განათლების ხელშეწყობისთვის
გააკეთებენ.
[R]
მასალის გამოყენების პირობები