განათლება
თესაუ-ს სტუდენტები "ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2016“-ის გამარჯვებულები გახდნენ
"ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2016“-ის გამარჯვებულებს შორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებიც მოხვდნენ. გიორგი მწყერაძის ნაშრომი-,,ფოხორაულების ნამოსახლარი“ (ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა) 100-დან 8 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა; მაკა ბოტკოველის კვლევამ კი,- ,,ვანთის არქეოლოგიური გათხრების მიმოხილვა“ -კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. ორივე ნაშრომის ხელმძღვანელი თესაუ-ს ისტორიის დეპარტამენტის ასისტენტი, გიორგი ლალიაშვილია.

სტუდენტებმა სკოლის შესახებ პრეზენტაცია 31 მარტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რექტორის მოადგილეებს და სტუდენტებს წარუდგინეს.
,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2016“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19-29 თებერვალს ჩატარდა. პროექტი, სალექციო, სასემინარო და საპრეზენტაცი საათების გარდა, სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებსაც ითვალისწინებდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თესაუ /