განათლება
პროფესიულ კოლეჯში ჩასარიცხად რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ კოლეჯში სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ.
მსურველებს დარეგისტრირება საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში შეუძლიათ..

განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის მსურველმა თან მხოლოდ პირადობის მოწმობა უნდა იქონიონ. სასურველი პროგრამისა და კოლეჯის/უნივერსიტეტის შერჩევა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) და პროფესიული განათლების ვებპორტალზე (www.vet.ge)

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ კოლეჯში სწავლა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ასაკის მიუხედავად, სახელმწიფო დაფინანსებით შეუძლია.
რეგისტრაციის გავლა 10 აპრილამდეა შესაძლებელი.


| Print |
FaceBook Twitter Google