განათლება
გიორგი ქათამაშვილი "ევერესტის" ფინალშია
პირველი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაშვილი კონკურს "ევერესტის" ფინალისტი გახდა. როგორც კლასის დამრიგებელმა ნინო ჭანტურიძემ განმარტა, მათი კლასი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ოლიმპიადაში.
"ეს იყო მათემატიკის ოლიმპიადა. პირველი და მეორე ტური გურჯაანში ჩატარდა, ხოლო მესამე _ თბილისში. გიორგი კახეთის მასშტაბით მე-7 ადგილზე გავიდა. გუშინ მოვიდნენ წარმომადგენლები და ბავშვს გადასცეს საჩუქრები: ბლოკნოტი თავიანთი ლოგოთი და კალენდარი. ასევე ორი სიგელი. ერთი, იმის ნინად, რომ ფინალისტი გახდა და მეორე, იმისთვის, რომ კახეთის რეგიონში მეშვიდე ადგილი აიღო. გიორგის გარდა ამ ოლიმპიადაში კლასიდან სხვა ბავშვი არ მონაწილეობდა."-აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ნინო ჭანტურიძის და მისი მოსწავლეების შესახებ, speqtri.ge ბევრჯერ წერდა. ის რამდენიმე პროექტის გამარჯვებულია და 2015 წლის მაისში პროექტის "ჩემი უცხოპლანეტელი მეგობარის" ფარგლებში, ორ მოსწავლესთან ერთად ბრიუსელშიც იმყოფებოდა.



| Print |
FaceBook Twitter Google