განათლება
ექიმმა დალი ჩუთლაშვილმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა
გურჯაანის ნომერ პირველი საჯარო სკოლის პირველ ა კლასში ბუნებისმეტყველებაში პრაქტიკული გაკვეთილი ჩატარდა. როგორც ჩვენთან საუბარში კლასის დამრიგებელმა ოლიკო ზირაქაშვილმა აღნიშნა, გაკვეთილის ჩატარება ამჟამად აქტუალურმა ე.წ. ღორის გრიპის ვირუსმა გამოიწვია.
"გაკვეთილის მიზანი იყო, ბავშვებს გაეცნობიერებინათ, რომ ექიმის პროფესია ავადმყოფობასთან და მკურნალობასთან არის დაკავშირებული. ვირუსის გამო ბევრი ბავშვი აცდენდა. ჩავთვალე, რომ ეს იყო პრობლემა. მინდოდა ბავშვებს პირადად სპეციალისტისგან მიეღოთ ამ თემაზე ამომწურავი პასუხი. ამიტომ მოვიწვიეთ ექიმი დალი ჩუთლაშვილი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია. მან პატარებს აუხსნა რატომ აცვია თეთრი ხალათი, რატომ იკეთებენ პირბადეს და ა.შ. ასევე გასინჯა ბავშვები, გამოუწერა წამლები. თავის მხრივ, მათ დაუსვეს საინტერესო კითხვები, რაზეც ექიმმა ამომწურავი პასუხი გასცა."-აღნიშნა მან.
როგორც ოლიკო ზირაქაშვილმა განაცხადა, ასეთი საინფორმაციო გაკვეთილების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

| Print |
FaceBook Twitter Google