განათლება
როდის განახლდება სკოლებში სწავლა
სკოლებში, სადაც გრიპის ვირუსის გამო სწავლა შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი მდგომარეობით სწავლა 276 სკოლაში იყო შეწყვეტილი გაცდენების გამო, დღეს ამ სკოლებს კიდევ 15 საჯარო სკოლა დაემატა, რომელთაგან ერთი თბილისშია.

"ყველა იმ სკოლაში სადაც ამჟამად სწავლის პროცესი შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. სკოლებში ადგილზე გასვლას, დასწრებისა და რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს კვლავაც გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება დამატებითი რისკები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ", – განაცხადა ლია გიგაურმა


მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ  სკოლებში, სადაც ამჟამად სწავლა შეჩერებულია, არსებული სიტუაცია დროულად გამოსწორდება.





| Print |
FaceBook Twitter Google