დღეს, 24 ნოემბერს, გურჯაანში ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის
დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, რომელიც
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობისა“
(ISFED) და ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველი საჯარო სკოლის კლუბ
„დემოკრატების“ ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში, გურჯაანის ნომერ პირველი საჯარო სკოლის
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქალთა მიმართ ძალადობის
შესახებ. ახალგაზრდებმა საზოგადოებას ფემიციდის მნიშნველობის,
საზოგადოების ინფორმირებულობის, ისტორიული გამოცდილების, გენდერული
ძალადობის, ციფრული ეპოქის გამოწვევების, საზოგადოებრივი აქტიურობის
მნიშვნელობისა და საქართველოში არსებული სტატისტიკის შესახებ
ინფორმაცია მიაწოდეს.
„ „სამართლიანი არჩევნები“ და გურჯაანის ნომერ პირველი საჯარო სკოლის
კლუბი „დემოკრატები“ გავერთიანდით იდეით, გაგკვეკეთებინა კვირეული
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით. ბავშვებთან
ერთად გაკეთდა არაერთი პერფორმანსი, გვქონდა პრეზენტაცია, მოვიწვიეთ
საზოგადოების აქტიური წევრები.
ვფიქრობ, რომ ჩვენი შეხვედრა შედეგზე იყო ორიენტირებული. თუნდაც ერთ
ოჯახს თუ გადავარჩენთ ძალადობისგან, ამაშიც გამოიხატება ჩვენი
მიზანი.
კვირეულის ფარგლებში, ხვალ, 25 ნოემბერს გაიმართება ფილმის ჩვენება -
გავა მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“, რომელიც ეხება ქალთა მიმართ
ძალადობის პრობლემებს.
ვფქირობ, რომ მსგავსი აქტივობები ნელ-ნელა გაგვზრდის და
ჩამოგვაყალიბებს იმ საზოგადოებად, სადაც მიუღებელია ყოველგვარი
ძალადობა,“ - ამბობს SPEQTRI.GE-სთან საუბარში „სამართლიანი
არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კახეთის
კოორდინატორი, ნანა დევიძე.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო
დისკუსიაში.
მასალის გამოყენების პირობები