საზოგადოება
“დილის 4 საათზე ვდგები და სამსახურში მოვდივარ" —ცხოვრება და დასაქმება ხურვალეთში
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში შევხვდით, ისინი აქ ფუდ ალიანსის საწარმოში მუშაობენ. თეა სოფელ ხურვალეთის მკვიდრია, დარეჯანი — იძულებით გადაადგილებული პირი. ის 2008 წლის 6 აგვისტოს პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელი ქსუისიდან ერთი თვის ბავშვთან ერთად ომს გამოექცა და მას შემდეგ, ოჯახთან ერთად ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
სამსახურში მისასვლელად მათ ყოველ დღე დიდი მანძილის გავლა უწევთ, რადგან სოფელში სამუშაო ადგილები, ფაქტობრივად, არ არსებობს. გზაში 45 წუთი მაინც ეკარგებათ, რასაც, თავის მხრივ, ტრანსპორტის ხარჯებიც სდევს, თუმცა იმის გამო, რომ თითოეულისთვის სამსახური ძალიან ძვირფასია, მზად არიან, ამ დაბრკოლებების გადასალახად.

თეა და დარეჯანი ისეთ ყოველდღიურობას უსწორებენ თვალს, სადაც საჭირო სერვისებთან წვდომა თითქმის არ აქვთ — ისინი სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრაზე ამ პრობლემებზე ხშირად საუბრობენ.
"აფთიაქიც კი არ გვაქვს", — ამბობს დარეჯანი.

დარეჯანი წუხს, რომ ელემენტარულისთვისაც გორში უწევთ ჩასვლა — საუბრის დროს ცოტა სინანულიც შეეტყო, რომ ოჯახთან ერთად იქ ჩასახლდა, სადაც განვითარების ძალიან მცირე შესაძლებლობა დახვდა.
"აქ, წეროვანში, გოგოები ამბობენ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ, რა გინდა, რომ არ იყოს. თბილისშიც რომ არ ჩავიდნენ, აქ არის ყველაფერი. რამდენჯერ მითქვამს, რომ აქ არ უნდა ჩავსახლებულიყავით, არც იქით ვართ, არც აქეთ, არაფერი არ არის".
უმუშევრობას ის მთავარ პრობლემად ასახელებს და ამბობს, რომ მიუხედავად ხალხის ძალიან დიდი სურვილისა დასაქმდნენ, ეს ბევრი მიზეზის გამო ხშირად შეუძლებელია.

"უპერსპექტივო ცხოვრება, უიმედობა, ეს საშინელებაა, თან ფული რომ არ გყოფნის, საჭიროება უფრო მეტია, გასავალი უფრო ბევრია, მაგრამ შემოსავალი რომ იმდენი არ არის, აი, ეს არის საშინელება. ახლა ნახევარზე მეტი უმუშევარია, ზოგმა ორიფლეიმის საქმე წამოიწყო, ზოგმა რა, მაგრამ უმუშევრობა მაინც ყველაზე დიდ პრობლემად რჩება".

დარეჯანისთვის რთული აღმოჩნდა იმ პერიოდის გახსენება, როცა სახლი დატოვეს — მისი თქმით, მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და ყველაფერს სათანადო სიმძაფრით ვერ აცნობიერებდა.

"შეშინებული და გაორებული ვიყავი ... 1 წელი დავყავი პატარა ლიახვის ხეობაში, ახალი გათხოვილი ვიყავი, უფროსი გოგო მყავდა ახალგაჩენილი, 8 ივლისს გაჩნდა, პატარა ბავშვით გამოვიქეცით 6-ში ... მანამდე მთელი ორსულობა ტყვიების სროლა იყო და ასე გავატარე ლამის მთელი 9 თვე".
დარეჯანისთვის მძიმე აღმოჩნდა შემდგომი პერიოდიც, როცა ახალი ცხოვრების დაწყება მოუწიათ. ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა, რომელიც სოფლისთვის ახლაც გრძელდება. მისი თქმით, ხალხი სტრესს განიცდის და ყველაფრის მიმართ უნდობლობით არიან განწყობილი.
"ძალიან არ მომწონს, რომ სკოლა 100 მეტრშია საზღვართან. საერთოდ არ მომწონს. წარმოიდგინეთ, 100 მეტრში არის საზღვარი და იქ დადიან ბავშვები. ზოგადად, ეგ სკოლაც იხურებოდა, მაგრამ რახან დევნილები ჩასახლდნენ, გადარჩა".

თეა ადიკაშვილი სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს და მისთვისაც კარგად ნაცნობია ყველა ეს პრობლემა. განსაკუთრებით, ტრანსპორტის საკითხი აწუხებს, რადგან ყოველ დღე სოფელი ხურვალეთიდან სამუშაოდ ნატახტარში ჩადის.

„რთულია, მაგრამ ვეგუებით. რთულია იმიტომ, რომ ჩვენ გარშემო არიან რუსები, თავზე დაგვცქერიან“. ამბობს, რომ ამ ყველაფერს მიეჩვია და ახლა პატარ-პატარა დაბრკოლებებს მისთვის სამსახურში მოსვლის ბედნიერება წონის.
"სიხარულით მოვდივარ, რაღაც სხვანაირი გრძნობა მაქვს, იცით? მიხარია სამსახურში მოსვლა".

თუმცა, მანამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო — დარეჯანი და თეა არ მუშაობდნენ. ამბობენ, რომ დასაქმების იმედი არც ჰქონიათ. ამის მიუხედავად, 2021 წელს განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრაზე მივიდნენ, სადაც მათ ინტერესებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.


"გვითხრეს, რომ არის ასეთი საწარმო, ფუდ ალიანსი. ჩვენ ორნი ვიყავით, რომლებიც მაშინვე დავინტერესდით და მეორე დღეს, ეგრევე ჩავედით გორში, შევავსეთ აპლიკაცია, რის შემდეგაც ფუდ ალიანსში გადმოგვამისამართეს. ჩამოვედით აქ, სამი თვით რეზერვში უნდა ავეყვანეთ და ლოდინის რეჟიმში ვიყავით", — ამბობს დარეჯანი.

თავიდან სიახლეებისა და ცვლილებების ცოტა ეშინოდათ, თუმცა ყველაფერს ფეხი აუწყვეს. მოგვიანებით, სამსახურში ტრენინგებიც გაიარეს და კარგი ქულები აიღეს. დარეჯანი მიუთითებს, რომ ეს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს და საქმეში ძალიან ეხმარებათ.

ფუდ ალიანსი ქართულ-ფრანგული საწარმოა, სადაც პურ-ფუნთუშეულს ღრმა გაყინვის მეთოდით ამზადებენ. თეა და დარეჯანი ხაზის ოპერატორები არიან, რომლებსაც ევალებათ როგორც ცხობა, ასევე, ცომის მოჭრა, აწონვა და მთლიანად პროცესის მეთვალყურეობა.
ფოტოზე: დარეჯან ცირამუა



თავიდან საწარმოში ერთად დადიოდნენ — მათ თანამშრომელს მოჰყვებოდნენ გორიდან, თუმცა მას შემდეგ, რაც თეა პურის ხაზზე გადაიყვანეს, მისი ცვლა დილით, 6 საათზე იწყება.

"ადრე მიწევს გამოსვლა, 2 საათით ადრე უნდა ავდგე, 4 საათზე ვდგები და ასე მოვდივარ. არ არის ტრანსპორტი, მაგრამ ტაქსით მოვდივარ".






ფოტოზე: თეა ადიკაშვილი



თეა ამბობს, რომ ტრანსპორტში ძალიან ბევრი ეხარჯება, თუმცა სამსახურის მიტოვება არც უფიქრია — უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ თავისი საქმე ძალიან მოსწონს. ამასთან, აქვს შიში, რომ შემდეგ ახალი სამსახურის შოვნა გაუჭირდება.



ფოტოზე: თეა ადიკაშვილი მუშაობის პროცესში

დარეჯანი კი აღნიშნავს, რომ მისთვის ეს გრაფიკი მისაღებია, რადგან შეუძლია, სახლშიც შესაბამის დროს ჩავიდეს და სამ შვილთან მეტი დრო გაატაროს. გარდა ამისა, მოსწონს, რომ ყოველდღე ხალხთან უწევს კომუნიკაცია და თანამშრომლები ჰყავს.

„ეს დიდი შეღავათია და განტვირთვაა გონებისთვის, იმიტომ, რომ მარტო სახლში არ ხარ და გამოუსადეგარი არ გგონია შენი თავი. კი, ოფისში არ ვზივართ და კალამი და ფურცელი არ გვიჭირავს, მაგრამ ამით ჩვენს თავებს რეალიზება გავუკეთეთ".



ფოტოზე: დარეჯან ცირამუა მუშაობის პროცესში


მისი თქმით, ასეთი საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფმა სოფელმა სიახლეების და შესაძლებლობების შესახებ გაიგოს. მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ მომავალში კარგი იქნებოდა, თუ ხურვალეთშიც გაჩნდებოდა სამუშაო ადგილები და დასაქმების შესაძლებლობები.

"სულ ყველაფერი წეროვანში იხსნება, მაგრამ აქვე არის ნადარბაზევი, ხურვალეთი, ამ სოფლებს არავითარი წყარო არ აქვთ საარსებო. კი, პატარა დასახლებაა, 149 კომლისგან შედგება, მაგრამ, ხომ შეიძლება, რაღაც აქაც გაკეთდეს? ახლა კეთდება ავტომობილების სამრეცხაო და ავტოგასამართი სადგური. ასეთი რაღაცები რომ კეთდება, ძალიან მიხარია".

საინფორმაციო შეხვედრა, რომლის დახმარებითაც თეა და დარეჯანი დასაქმდნენ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის შემცირებას.

ის მოწყვლად ახალგაზრდებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირებს სწავლის შესაძლებლობების, ასევე, კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების გაუმჯობესებული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაში ეხმარება.
პროექტი საქართველოს ექვს რეგიონშია და მას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან, ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან ერთად ახორციელებს.


ავტორი: ანა მსხალაძე
სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.