საზოგადოება
„როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“
მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან - მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს, თუ თავშესაფარში გააგრძელონ ცხოვრება. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარება ერთერთია, რაც მათ ხანდაზმულთა დაწესებულებებისკენ ნაბიჯის გადადგმაში ეხმარებათ. თავშესაფრები კი მათ სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული ადგილია.

გურიის სოფელ ანასეულის ხანდაზმულთა სახლს ამჟამად 16 ბენეფიციარი ჰყავს. ამ ადგილას ყველა მათგანი სხვადასხვა ისტორიით, მაგრამ ერთი მიზნით მოვიდა - თავშესაფრის საძიებლად. როზა ღუღუნიშვილი 75 წლისაა, 4 წელია რაც „ხანდაზმულთა სახლში“ ცხოვრობს. ქმარი წლების წინ გარდაეცვალა, შვილი არ ჰყავს, სოფლის სახლში მარტო დარჩენილი უმკლავდებოდა საქმეს, მაგრამ შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და თავშესაფარს განცხადებით თავადვე მიმართა.



- „ავად ვიყავი. სანამ უარესი დამემართებოდა, აქ გადმოვედი. სოფელში მხოლოდ დაქალი დამრჩა, რომელიც ძალიან მიყვარს. ადრე, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ორი დღით ვრჩებოდი ხოლმე მასთან, ახლა ამის საშუალება არ მაქვს, მაგრამ ვიდეოკამერით ვლაპარაკობთ, ტელეფონითაც ხშირად ვწერთ ერთმანეთს და ასე ვინარჩუნებთ კავშირს. 4 წლის მანძილზე აქ ბევრი რამ შეიცვალა. უფრო გალამაზდა, უფრო მეტი გასართობი გაგვიჩნდა. ჩვენი ბოსტანი გვაქვს, რომელსაც ვუვლით, ვენახი, ფუტკრებიც გვყავს და ჩვენი ეზოს ვარდის მურაბას ვაკეთებთ ხოლმე. დაგვემატა ხატვის გაკვეთილები და გონების სავარჯიშოები, რაც ყველას ძალიან გვიყვარს. COVID-პანდემიის გამო გარეთ ვეღარ გავდივართ და ამიტომ ეს გასართობები ძალიან მოგვწონს და აქ ცხოვრებას გვიხალისებს“ - გვიყვება როზა ღუღუნიშვილი.


ევროკავშირის მხარდაჭერით სამწლიანი პროექტი - “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, რომელსაც „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. სოციალური მომსახურების განვითარება კახეთის რეგიონში „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასთან“, ხოლო გურიის რეგიონში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობს.

ხანდაზმულთა სოციალიზაციის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული სოციალური კონტაქტების სიმცირიდან გამომდინარე, დაწესებულებაში 24-საათიანი სათემო მომსახურების ინტერნეტიზაცია მოხდა. ბენეფიციარებისთვის ნათესავებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად პროექტის ფარგლებში ხანდაზმულთა სახლს ლეპტოპები, ტელეფონები და ტაბლეტები გადაეცა. ასევე, მათ ჩაუტარდათ ერთთვიანი სასწავლო კურსი კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების უნარების განსავითარებლად.



მაია გოგოლაძე ანასეულის თავშესაფრის ერთერთი თანამშრომელია, რომელიც ხანდაზმულებთან 2014 წლიდან მუშაობს. მაია გვიყვება, რომ თავიდან საკმაოდ უჭირდა მათთან მუშაობა, რადგან თავშესაფარში სხვადასხვა საჭიროებებისა და სიმძიმის დაავადების მქონე მოხუცები ცხოვრობდნენ და მას ხშირად არ ჰქონდა ცოდნა, თუ როგორ უნდა მოეხდინა მათთან კომუნიკაცია.

- „ევროკავშირის პროექტი დაგვეხმარა, შინ მოვლის სპეციალისტებისა და პედიატრის უნარ-ჩვევები მიგვეღო. ჩაგვიტარდა სპეციალური ტრენინგები, თუ როგორ უნდა გავუწიოთ პირველადი დახმარება ხანდაზმულებს მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვა. ამ ტრენინგების დახმარებით, რომელიც წლების განმავლობაში გვიტარდებოდა, აღარ გვიჭირს ურთიერთობები და ვისწავლეთ სწორი რეაგირება. ასევე, აღვიჭურვეთ ყველა საჭირო ატრიბუტით, რაც მოხუცების ჰიგიენურ პირობებს აუმჯობესებს. ევროკავშირის დახმარებით, ბენეფიციარების პირადი სივრცის გასაუმჯობესებლად, შევიძინეთ მაგიდები და საკეტებიანი სათავსოები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმართა წყლის სისტემა და ახლა ყველა ოთახს მიეწოდება ცხელი წყალი. ასევე, მძიმე პაციენტებისთვის შევიძინეთ 2 სამედიცინო ფუნქციური საწოლი და სამედიცინო ამწე მწოლიარეების გადასაადგილებლად“ - გვიყვება მაია გოგოლაძე. 



სვეტლანა ისაევა 81 წლისაა. 7 თვეა, რაც ანასეულის „ხანდაზმულთა სახლში“ ცხოვრობს. შვილი ახალგაზრდა გარდაეცვაელა და ორ შვილიშვილს ზრდიდა, რომლებიც ახლა თბილისში ცხოვრობენ. თავად გურიის სოფელ ძვანში აგრძელებდა მარტო ცხოვრებას, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ შეძლო ყოველდღიურობასთან მარტო გამკლავება.

- „წნევის პრობლემები მაქვს, გული ძალიან მაწუხებდა, მერე ამას დაემატა ფეხის ტკივილი. სიარულითაც ვეღარ დავდიოდი, აქ გადმოსვლის შემდეგ კი შევძელი გავლა. პერსონალთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორც დედას შვილებთან. ძალიან კარგად გვექცევიან და გვივლიან. ერთად ვუვლით ბაღს, ყვავილებს და ლამაზი ეზო გვინდა გვქონდეს. როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევიღა გჭირდება და სიმშვიდე, აქ კი ამისთვის ყველაფერია“ - ამბობს სვეტლანა.


ხანდაზმულებისთვის გარემო დღითიდღე უმჯობესდება. ეზოში დაიდგა შუშის ფანჩატური, მაგიდები და სკამები, რომ ბენეფიციარებს ეზოში დროის გატარება თავისუფლად შეეძლოთ.

- „ჩვენ, პერსონალმა ბევრი რამ გავაცნობიერეთ, პირველ რიგში ის, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას, ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობთ სიახლეების შემოტანას და მათ გახალისებას. 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიდერთა სკოლის მოზარდებისა და ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების ერთობლივი ინიციატივით მოეწყო სათემო აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისთვის. ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების ნახატებისა და სამოტივაციო ფრაზების გამოყენებით შემუშავდა მისალოცი ბარათები, რომლებიც შემდგომ მოზარდებმა გაავრცელეს მუნიციპალიტეტში და საპასუხო ვიდეო მიმართვები ჩაწერეს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებისთვის. ამ აქტივობამ ძალიან დადებითად იმოქმედა მათზე. ბაღის თერაპიის მიმართულებითაც ხშირად ტარდება აქტივობები ხანდაზმულების მონაწილეობით. სწორედ ამ შესაძლებლობისთვის, პროექტის ფარგლებში ყვავილების ბაღის განაშენიანება მოხდა. ბაღისთვის შევიძინეთ 30 ცალი ჯუჯა ვარდი და 20 ცალი ვარდმიხაკა, რომლებიც ხანდაზმულებმა საკუთარი ხელით დარგეს და ახლა უვლიან“ - ამბობს მაია გოგოლაძე. 



ვლადიმერ აგინიანი 69 წლისაა. 10 თვეა, რაც ლანჩხუთიდან თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად. ამბობს, რომ გარემო ძალიან მოსწონს - „რა მექნა?! აღარავინ მყავდა. უცოლშვილო ვარ, დედა და მამა გარდამეცვალნენ, და-ძმაც გარდამეცვალა და აქ წამოვედი საცხოვრებლად. ხმის გამცემი მაინც მეყოლება. ხშირად ვთამაშობთ ხოლმე - ნარდი, დომინო, ჭადრაკი, კარტი... ახლა გონების სავარჯიშოები მოგვიტანეს, იმით ვთამაშობთ ხოლმე. ჩემს მოსვლამდე ეს ლამაზი ფანჩატური არ იყო, ახლა დაიდგა და ძალიან მომწონს. ზოგიერთები თავიანთ ნათესავებს ხვდებიან ხოლმე ამ ადგილას, მე კი როცა კითხვა მომინდება და დასვენება, მაშინ მოვდივარ აქ. ბაღში ვსაქმიანობთ, ვაზი გვაქვს, ხეხილი, ფუტკრები გვყავს. ვმეგობრობთ და მშვიდად ვცხოვრობთ ერთად, გასაყოფი არაფერი გვაქვს. “ - გვიყვება ვლადიმერ აგინიანი.

ანასეულის ხანდაზმულთა სახლი ერთერთი დაწესებულებაა, სადაც მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე და მათ ზრუნვაზე ორიენტირებული სტანდარტები და მიდგომები ინერგება. ევროკავშირი სხვა რეგიონებშიც აგრძელებს საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარებას , სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.