გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კავკასიის
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელთან (CENN) ერთად,
ნორვეგიის საგარეო საქამეთა სამინისტროს მხარდაჭრით, პლასტმასის
ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შეიმუშავა. ინფორმაციას
აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მეურნეონის სამინისტრო
ავრცელებს.
პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის წარდგენის
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა. პანელური დისკუსია გაიმართა
პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებეინათ ქვეყნაში არსებული
პლასტმასის ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი კომპანიების
გამოფენა.
სოლომონ პავლიაშვილის თქმით, საქართველომ ბოლო წლებში ნარჩენების
მართვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შემუშავდა
დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას, გახდეს
ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა,
უზრუნველყოს პლასტმასის პროდუქტების მდგრადი და უსაფრთხო
მოხმარება-წარმოება.
„დოკუმენტი მოიცავს 10-წლიან სტრატეგიას და 5-წლიან სამოქმედო გეგმას.
მასში ნაჩვენებია გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს პლასტმასის მართვის
სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვა, სადაც პრიორიტეტი ენიჭება
პლასტმასის პრევენციას, ხელახლა გამოყენებასა და გადამუშავებას.
პროგრამა შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების
მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის
მოთხოვნების შესაბამისად. პროგრმა ასევე ითვალისწინებს პლასტმასის
მართვის მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და
მიდგიომებს,“-აღნიშნულია განცხადებაში.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი,
საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ჰელენ სანდ ანდერსენი და CENN-ის
აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები