ხახვი თავისი სასარგებლო თვისებებით ოდითგან არის ცნობილი. ადამიანები
მას ანტიბიოტიკების სახითა და მიკრობების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.
ხახვის შემცველობაშია: ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდი კვარცეტინი,
რომელიც შლის ცხიმებს და აბრკოლებს კიბოს უჯრედების ზრდას;
ფიტონციდები, შაქრები, ორგანული მჟავები და მინერალური ნივთიერებები.
სპეციფიკური სუნი და მწარე გემო ეთერზეთის წყალობით აქვს. მისი წვენი
შეიცავს იოდს, რომელიც აბრკოლებს ისეთი დაავადებების პროგრესს,
როგორიცაა იშემია, ათეროსკლეროზი, ინფარქტი და ინსულტი. შეძენილი
დიაბეტის დროს ხახვი წმენდს სისხლს ზედმეტი გლუკოზისგან.
ხახვის მუდმივი გამოყენება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის
შემცირებას ასაკოვან ადამიანებში. გარდა ამისა, აძლიერებს მადას,
აგვარებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს
და ეწინააღმდეგება რესპირატორულ დაავადებებს. ხახვის ცოცხალი წვენი
შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევებს, ებრძვის
ათეროსკლეროზს, გაციებასა და ბრონქიტს, ჰიპერტონიასა და სქესობრივ
დისფუნქციას. ხახვს ერთი კარგი თვისება აქვს - საკმარისია მწერის
ნაკბენზე წასმა და ტკივილი მალე გაქრება, ხოლო შესიება არსებითად
შემცირდება.
ხახვის სასარგებლო თვისებები სრული მოცულობით ჩნდება მისი ნედლი სახით
გამოყენებისას, თერმული დამუშავების შედეგად სასარგებლო თვისებები
კლებულობს. ხახვს აქვს შარდმდენი მოქმედება, ხელს უწყობს საჭმლის
მომნელებელი წვენების გამოყოფას. არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი
საშუალება ჭიების საწინააღმდეგოდ.
მყესების დაჭიმვისას: გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ
ცოტაოდენი შაქარი და კარგად აურიეთ. წაუსვით მიღებული მასა ქსოვილზე
და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეცვალეთ დღე-ღამეში ერთხელ. გაჭყლეტილი
ხახვის მასა ხელს უწყობს აბსცესების, ფურუნკულების მომწიფებას და
იქიდან ჩირქის გამოდევნას. ამისთვის ხახვის ფაფისებური შემთბარი მასა
დაიდეთ აბსცესზე (ძირმაგარაზე) და შეიხვიეთ. გამოიცვალეთ დღეში
ორჯერ.
დიაბეტის დროს: 2-3 დაქუცმაცებულ ხახვს დაასხით 2 ჩაის ჭიქა თბილი
წყალი, გააჩერეთ 7-8 საათი, გადაწურეთ. ნაყენი მიიღეთ 1 ყავის ჭიქის
ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
ხველებისა და ბრონქიტის დროს: 500 გრამ დაქუცმაცებულ ხახვი. 400 გრამი
შაქარი, 50 გრამი თაფლი, 1 ლიტრი წყალი აურიეთ, ნელ ცეცხლზე ადუღეთ 3
საათი. გააციეთ, გადაწურეთ და გადაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 სუფრის
კოვზის ოდენობით დღეში 4-6-ჯერ. შეინახეთ კარგად დახურულ
მდგომარეობაში ცივ, ბნელ ადგილას.
ბავშვებში კბილის ტკივილისას გაჭერით ხახვი შუაზე და დაადეთ ის, თუ
კბილი მარცხენა მხარეს სტკივა, მარცხენა იდაყვის, ხოლო თუ მარჯვენა
მხარეს - მარჯვენა იდაყვის სახარში (შიდა მხარეს) გაჭრილი მხრიდან,
გადაახვიეთ დოლბანდით. 10-15 წუთში ტკივილი გაქრება. ამის შემდეგ
ხახვი იდაყვიდან აიღეთ.
მასალის გამოყენების პირობები