გვირილა ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სამკურნალო მცენარეა. მას უძველესი
დროიდან იყენებენ სამედიცინო და პროფილაქტიკური მიზნებისთვის.
ცნობილია გვირილის ისეთი თვისებები, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო,
მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი.
გვირილას იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს: ბაქტერიული და ანთებითი
წარმოშობის ეპითელური ქსოვილების დაავადებები, ნაღვლმდენი სისტემის
დაავადებები და დარღვევები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, კუჭის
დაავადებებითი ლორწოვანი გარსის ანთებითი, ეროზიული დაზიანებებით
(როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სტადიები), შარდმდენი სისტემის
ორგანოებისა და გზების ანთება, ქსოვილების, ორგანოების სხვა ანთებითი
პროცესები, სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ ინდივდუალურ
ჰიპერსენსიტიურობასთან დაკავშირებული დაავადებები (ბრონქული ასთმა,
ეგზემა, ალერგიული ეტიოლოგიის გასტრიტები), ტკივილის სინდრომის
დაქვეითება, მათ შორის კბილისა და შაკიკის ტკივილის, ძილის დარღვევა,
გაღიზიანებადობა, განგაშის შეგრძნება, ტრავმები, შემაერთებელი
ქსოვილების დაჭიმვა, მენსტრუალური ტკივილი, რესპირატორული
დაავადებები.
გარდა შინაგანი მოხმარებისა, იყენებენ გარეგნულადაც, კერძოდ, პირის
ღრუში ანთებითი პროცესებისას სავლების სახით; კანის დაზიანებებისას –
დამწვრობა, მოყინვა, წყლული, ეროზია, ეგზემა, ანთებითი ხასიათის
გამონაყარი, ჭრილობები. თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი
პროცესებისას, ჰემოროიდალური (ბუასილის) კვანძების ანთებითი
პროცესების შესამსუბუქებლად, აკნეს დროს, რევმატიზმის, პოდაგრის
შეტევების, გაჭიმვის, ნაღძობის, ართრიტების დროს – კომპრესების სახით.
ხელისგულების მომატებული ოფლიანობისას.
გვირილის ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 4 სუფრის კოვზი მშრალი
გვირილა, დაასხით 300 მილიგრამი მდუღარე წყალი და ნახევარი საათი
გააჩერეთ ორთქლზე. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ (წვენი გამოწურეთ
ყვავილებიდანაც). მიღებული ნაყენი არაუმეტეს ორი დღისა შეინახეთ
მაცივარში. მიღების წესი: ნახევარი ჭიქა ნაყენი მიიღეთ დღეში 2–3–ჯერ
ჭამის შემდეგ. შეიძლება თაფლის დამატება.
გვირილის ჩაის მომზადება
სედატიური ეფექტის მისაღებად და მეტეორიზმის შესამსუბუქებლად
გამოიყენება გვირილის ჩაი. მეტი ეფექტისთვის ჩაის სხვა მცენარეებთან
ერთად ამზადებენ. მაგალითად, აიღეთ მშრალი გვირილის ყვავილები,
კვლიავის თესლი და კატაბალახას ფესვები თანაფარდობით 3:5:2
(მაგალითად, 6 კოვზი გვირილა, 10 – კვლიავის თესლი და 2 – კატაბალახას
ფესვი). მცენარეების ნაზავი აურიეთ, ორ კოვზ ნაზავზე აიღეთ 400
მილიგრამი, ანუ ორი ჭიქა მდუღარე წყალი და დაასხით მცენარეების
ნაკრებს, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი, შემდეგ გადაწურეთ
(მცენარეებიც გაწურეთ). როგორც სედატიური, დამამშვიდებელი საშუალება,
მიიღეთ 100 მილიგრამი (1/2 ჭიქა) დილით და საღამოს საათებში.
გვირილის მიღებას, შესაძლოა, მოჰყვეს უკუეფექტი: პირღებინება,
პირღებინების შეგრძნება, არტერიული წნევის მატება, შინაგანი
სისხლდენა, ალერგიული რეაქციები. გარეგნული მოხმარებისას შეიძლება
გაჩნდეს გამონაყარი, ქავილი, ადგილობრივი ჰიპერემია, შეშუპება.
ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში მიღება მაშინვე შეწყვიტეთ.
მასალის გამოყენების პირობები