საზოგადოება
უკანონო ნაგავსაყრელები, შესაძლოა, ინფექციის კერა გახდეს
სპექტრი. გურჯაანში ნაგვის ურნების არასაკმარისი რაოდენობაა, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. რაიონში სულ 149-მდე ბუნკერია, რომელიც ძირითადად ცენტრალურ უბნებშია განლაგებული და მათ მხოლოდ ერთი მანქანა ემსახურება. უკანონო ნაგავსაყრელებით ხალხი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდშია შეწუხებული. მაგალითად, კოსტავას, ქოროღლიშვილისა და გამსახურდიას ქუჩაზე არც ნაგვის ურნებია და მანქანაც არ დადის, რის გამოც მოსახლეობა ნაგავს ხევში ყრის. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, ხევები პერიოდულად იწმინდება, მაგრამ არა ინტენსიურად. "მაგალითად, შევსებული ბელახევის კალაპოტი სხვადასხვა მონაკვეთზე რამდენჯერმე გავწმინდეთ. უახლოეს მომავალში განსაკუთრებული ღონისძიებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ იგეგმება. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ არის," _ აღნიშნავს გურჯაანის არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ირაკლი მინდიაშვილი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეცისლისტის ნანა ზირაქაშვილის განმარტებით, უკანონო ნაგავსაყრელებმა შესაძლოა ინფექციების აღმოცენება-გავრცელება გამოიწვიოს, თუმცა ამჟამად ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არის. "ჩვენი თანამშრომლები დადიან მთელი რაიონის ტერიტორიაზე, ამოწმებენ სოფლებსაც. გაგზავნილი გვაქვს განცხადება შ.პ.ს. `კომუნალურ სერვისთან~ იმ თვალსაზრისით, რომ ზოგ ქუჩაზე არც მანქანა დადის და ნაგავსაყრელებიც არ არის. პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა სიახლეც არის, მაგალითაც ჯაფარიძისა და ბალიაშვილის ქუჩაზე, ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაგვის მანქანამ დაიწყო სიარული. იმ შემთხვევაში, თუ ვიცით ვინ დაყარა ქუჩაში ნაგავი, ჯერ ვაფრთხილებთ პიროვნებას, განმეორების შემთხვევაში გადავცემთ სასამართლოს, რომელიც ორასლარიან ჯარიმას აწესებს," _ აღნიშნავს ნანა ზირაქაშვილი. უკანონო ნაგავსაყრელების წარმოქმნა ურნების და ნაგვის მანქანების არარსებობამ გამოიწვია, რომელიც მოსახლეობისთვის კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ინგა ბიტარაშვილი
[caption id="attachment_348" align="alignleft" width="225" caption="მოხუცთა სახლის დირექტორმა "სპექტრთან" კომენტარი არ გააკეთა"][/caption] გურჯაანში ნაგვის ურნების არასაკმარისი რაოდენობაა, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. რაიონში სულ 149-მდე ბუნკერია, რომელიც ძირითადად ცენტრალურ უბნებშია განლაგებული და მათ მხოლოდ ერთი მანქანა ემსახურება.
უკანონო ნაგავსაყრელებით ხალხი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდშია შეწუხებული. მაგალითად, კოსტავას, ქოროღლიშვილისა და გამსახურდიას ქუჩაზე არც ნაგვის ურნებია და მანქანაც არ დადის, რის გამოც მოსახლეობა ნაგავს ხევში ყრის. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, ხევები პერიოდულად იწმინდება, მაგრამ არა ინტენსიურად.
"მაგალითად, შევსებული ბელახევის კალაპოტი სხვადასხვა მონაკვეთზე რამდენჯერმე გავწმინდეთ. უახლოეს მომავალში განსაკუთრებული ღონისძიებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ იგეგმება. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ არის," _ აღნიშნავს გურჯაანის არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ირაკლი მინდიაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეცისლისტის ნანა ზირაქაშვილის განმარტებით, უკანონო ნაგავსაყრელებმა შესაძლოა ინფექციების აღმოცენება-გავრცელება გამოიწვიოს, თუმცა ამჟამად ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არის. "ჩვენი თანამშრომლები დადიან მთელი რაიონის ტერიტორიაზე, ამოწმებენ სოფლებსაც. გაგზავნილი გვაქვს განცხადება შ.პ.ს. `კომუნალურ სერვისთან~ იმ თვალსაზრისით, რომ ზოგ ქუჩაზე არც მანქანა დადის და ნაგავსაყრელებიც არ არის. პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა სიახლეც არის, მაგალითაც ჯაფარიძისა და ბალიაშვილის ქუჩაზე, ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაგვის მანქანამ დაიწყო სიარული. იმ შემთხვევაში, თუ ვიცით ვინ დაყარა ქუჩაში ნაგავი, ჯერ ვაფრთხილებთ პიროვნებას, განმეორების შემთხვევაში გადავცემთ სასამართლოს, რომელიც ორასლარიან ჯარიმას აწესებს," _ აღნიშნავს ნანა ზირაქაშვილი.
უკანონო ნაგავსაყრელების წარმოქმნა ურნების და ნაგვის მანქანების არარსებობამ გამოიწვია, რომელიც მოსახლეობისთვის კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
| Print |
FaceBook Twitter Google