შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ცნობილი
ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან
დაკავშირებით, ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება.
„უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 8 სექტემბრის 00:00
საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ
საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა
ეტაპობრივად შეიზღუდება. 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის
00:00 საათამდე:
- პაატა დათუაშვილის ქუჩასა (მე-4 მიკრორაიონი) და ამაშუკელის ქუჩის
მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე)
მოძრაობა სრულად აიკრძალება. ასევე, დაიკეტება თამაზ ნადარეიშვილის
ქუჩა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანები კი მოძრაობას
გააგრძელებენ მხოლოდ ლისის ტბის მიმართულებით;
- ავტოტრანსპორტით გადაადგილება ასევე აიკრძალება ელგუჯა ამაშუკელისა
და პაატა დათუაშვილის ქუჩებზე გამომსვლელ ყველა ქუჩაზე.
- ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა
გადაადგილებას შეძლებს როგორც ვარაზის ქუჩით და ბესო ჟღენტის ქუჩის
გავლით ნუცუბიძის ქუჩაზე; ასევე, მოძრაობას შეძლებენ ლისის ტბის
მხრიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.
- ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის ფერდობზე მიმავალი ავტომანქანები ლისის ტბის
წრიდან იმოძრავებენ ბერიტაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოხვდებიან მე-4
მიკრორაიონში.
10 სექტემბერს:
- 00:00 საათიდან 11 სექტემბრის 00:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა
გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის
ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე.
- ნუცუბიძის ფერდობის მე-5 მიკრორაიონამდე მისასვლელი გზა სრულად
დაიკეტება.
მე-5 მიკრორაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ქალაქის სხვა უბნების
მიმართულებით, როგორც ქვეითად, ასევე, კერძო ავტომობილებით,
გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლება 00:00 საათიდან 08:00 საათამდე.
ადგილობრივ მოსახლეობას დილის და საღამოს საათებში ფილმის გადამღები
კომპანიის ავტოტრანსპორტი მოემსახურება. ასევე, დღის განმავლობაში
პერიოდულად გაიხსნება მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ მიმავალი
გზა.“-ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები