საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს დემოკრატიულ
რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის ტყვეობის
საქმესთან დაკავშირებით განცხადეაბას ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას ყველა შესაბამის
საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობასთან.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში,
მეამბოხეების ტყვეობაში იოსებ ოსორაულის ყოფნის შესახებ ინფორმაციის
მიღებისთანავე, აამოქმედა ყველა მექანიზმი საქართველოს მოქალაქის
ტყვეობიდან გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად.
ამასთან, პირველივე დღეებიდან იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრები და
ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იყო ყველა ნაბიჯის შესახებ,
რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად
ახორციელებდა.
სამინისტროს ქმედებების შესახებ ინფორმირებული იყო თავად ტყვეობაში
მყოფი იოსებ ოსორაული, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში მადლობას უხდის
სამინისტროს ყველა იმ ნაბიჯისთვის, რაც იდგმებოდა მის
გასათავისუფლებლად.
მას შემდეგაც, რაც, სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია იოსებ ოსორაულის
დაღუპვის შესახებ, ასევე, მოპოვებული იქნა შესაბამისი ფოტომასალა
(რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და ასევე, ნაჩვენები იქნა ოჯახის
წარმომადგენლისთვის), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსარცერთი
წუთით არ შეუჩერებია ქმედებები, რათა ინფორმაცია გადამოწმებულიყო და
შესაბამისად გადადგმულიყო შემდგომი ნაბიჯები.კონგოს დემოკრატიულ
რესპუბლიკაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე
ვითარების გამო, დღემდე ვერ ხერხდება სრულად ინფორმაციის დაზუსტება.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო
ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობასთან.
იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული
ინფორმაციის მიუხედავად, ვიდრე არ მოხდება ფაქტის შესაბამისი
დადასტურება, პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებითი ფორმით საუბარი
შეუძლებელია.
ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის წევრების შეშფოთებას გაურკვეველი სიტუაციის
გამო, თუმცა ვარწმუნებთ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა ნაბიჯი
იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და ოჯახის წევრების ჩართვის
არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს. როგორც აქამდე ხდებოდა, ოჯახი
მომავალშიც სრულად იქნება ინფორმირებული სახელმწიფოს მიერ
განხორცილებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გამცხადებაში,
რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყება მოუწიდებს საქართველოს იმ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომლებიც იმყოფებიან კონგოს
დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ, რადგან ისინი საფრთხის ქვეშ
არიან.
სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, საგარეო საქმეთა
სამინისტროსთან მორიგი საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა. ოსორაულის
ოჯახის წევრები და აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას
არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, ახმეტელი, 41 წლის მფრინავი სოსო ოსორაული კონგოში,
უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების, „23 მარტის მოძრაობის“ ტყვეობაში 8
თვის წინ ჩავარდა.
მასალის გამოყენების პირობები