საზოგადოება
თესაუ-ს ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუმრობს
ევროკომისიის პროგრამის- ერასმუს+ ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტუშას (იტალია) უნივერსიტეტის წარმომადგენელი იმყოფება.
ფრანჩესკო კლარიონი თესაუ-ს ადმინისტრაციას შეხვდება. ის უკვე იმყოფებოდა საერთაშორისო, საფინანსო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში. ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასევე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრების დროს მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. ტუშას უნივერსიტეტს უახლოეს მომავალში, საპასუხო ვიზიტით, თესაუ-ს ლექტორები ეწვევიან.

ცნობისთვის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ერსმუს+ ფარგლებში, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ვიტერბოს, ტუშას უნივერსიტეტთან, სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის მიზნით. შეხვედრები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თესაუ /