საზოგადოება
შაშიანელები კახეთის ენერგოდისტრიბუციას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის მაცხოვრებლებს მაღალი ძაბვის გამო 24 აპრილს ტექნიკა დაუზიანდათ. ზარალის ასანაზღაურებლად ზოგიერთმა კახეთის ენერგოდისტრიბუციას უკვე მიმართა.
„ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანებული იყო და აკეთებდნენ, არც ვიცოდით ამის შესახებ, არ გაგვაფრთხილეს. უცებ ძლიერი დენი მოვიდა. 1000 ლარიანი ტელევიზორი გვაქვს, ბოლი გაუშვა და გადაიწვა. 1100 ლარიანი მაცივარიც გაფუჭდა. ჩავედი გურჯაანში, განცხადებას არ მაწერინებდნენ. ცხელ ხაზზე დავრეკე და მერე მომაქციეს ყურადღება. გურჯაანში მითხრეს, რა აზრი აქვს, ზარალი არავისთვის აუნაზღაურებიათ და არც შენ აგინაზღაურებენო. რას ჰქვია არ აანაზღაურონ, ჩემი მიზეზით ხომ არ გაფუჭდა?! უბანში ბევრს დაეწვა ტელევიზორი, მაცივარი, კომპიუტერი“- აღნიშნა მზია მირიანაშვილმა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ თამარ ოსეფოვიც საუბრობს.

სეთ თობ ბოქსი დაგვეწვა, ენერგოდისტურიბუციას ხომ ვერ დაველოდებოდით, ჩვენ შევცვალეთ. კომპიუტერის პროცესორიც გაფუჭდა და იქნებ ეგ მაინც აგვინაზღაურონ, ვერ შევძლებთ რომ ან გავაკეთოთ და ან შევცვალოთ.“

ჩვენ კახეთის ენერგოდისტრიბუციას დავუკავშირდით. პრესსამსახური საკითხის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა შემდეგ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. მათ პოზიციას პასუხის მიღების შემდეგ შემოგთავაზებთ.
| Print |
FaceBook Twitter Google