საზოგადოება
კახეთში მოსახლეობა 21.6%-ით შემცირდა
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს, აქედან 1 772 864 კაცი და 1 940 940 ქალია. ეს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგებია.
მონაცემების თანახმად, 2002 წელთან შედარებით მოსახლოება 15%ით ნაკლებია.  ქალაქად 2 122 623 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო სოფლად 1 591 181. 

სტატისტიკის მიხედვით, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა შემცირდა – 37.4%-ით. სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 29%-ს უტოლდება, მხეთა-მთიანეთში- 24.8%-ს, იმერეთში- 23.4%-ს, კახეთში- 21.6%-ს, გურიაში- 21%-ს, შიდა ქართლში- 15.7%-ს, ქვემო ქართლში- 14.6%-ს, ხოლო აჭარაში – 10.6%-ს. თბილისის მოსახლეობა კი 2.5%-ით გაიზარდა.

აღწერის მონაცემებით, 0-14 წლამდე მოსახლეობა ქვეყნის 18.6% პროცენტია, 15-64 წლის- 67.1% და 65 წელს ზემოთ – 14.3%. 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 2014 წელს 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მოსახლეობაში 2.4%-ით შემცირდა და 18.6% შეადგინა. ასევე, 0.8%-ით გაიზარდა 15-64 წლის მოსახლეობის წილი. 

ეროვნების მიხედვით მოსახლეობის პროცენტული განაწილება ასეთია:  87% ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 0.4% ოსი, 1% რუსი, 1% სხვა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მოსახლეობა /